თეგებით ძიება
25. 12. 2024 ვიდეო

უმძიმესი კადრები ქუთაისის ფსიქიატრიული კლინიკიდან - რა ხდება დაწესებულებაში? - სახალხო დამცველის აპარატი ინფორმაციას ავრცელებს (ვიდეო)

სახალხო დამცველი ქუთაისის ფსიქიატრიულ კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც ყურადღება გამახვილდა დაწესებულების გადატვირთულობაზე, მძიმე ინფრასტრუქტურულ და სანიტარულ მდგომარეობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს.

"24 დეკემბერს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და სახალხო დამცველის მოადგილემ ირინე ჩიხლაძემ შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ქუთაისის ფსიქიატრიული კლინიკა მოინახულეს და ადგილზე გაეცნენ დაწესებულებაში მყოფი პაციენტების უფლებრივ მდგომარეობას.

ვიზიტის ფარგლებში დაათვალიერეს კლინიკის ფიზიკური გარემო, პაციენტთა საცხოვრებელი ოთახები, სასადილო სივრცე, სველი წერტილები, ეზო, გაესაუბრნენ პაციენტებს, დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და თანამშრომლებს.

ვიზიტისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დაწესებულების გადატვირთულობაზე, მძიმე ინფრასტრუქტურულ და სანიტარულ მდგომარეობაზე, დაწესებულების ეფექტურად მართვისა და საჭიროებების დროულად უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი რესურსების სიმცირეზე, ასევე, დამხმარე პერსონალის დაბალ ანაზღაურებაზე.

ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს, ამდენად, სახალხო დამცველი მომავალშიც განაგრძობს ფსიქიატრიულ სტაციონარებში განთავსებული პირების უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას და შესაბამის რეკომენდაციებს წარმოადგენს საპარლამენტო და სპეციალურ ანგარიშებში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა