„ეს იყო შეცდომა“ - ნატო-ს მაღალჩინოსანმა, რომელმაც უკრაინის ტერიტორიების დათმობა არ გამორიცხა, ბოდიში მოიხადა
„მე არ უნდა მეთქვა ეს ამგვარად. ეს იყო შეცდომა“ - ნატო-ს გენერალური მდივნის აპარატის ხელმძღვანელმა, სტიან იენსენმა „შეცდომა“ უწოდა განცხადებას, სადაც ის უკრაინის ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ კიევის მიერ მოსკოვისთვის ტერიტორიების დათმობა დაუშვა.
„თუ – და მე ხაზი გავუსვი ამ სიტყვას – თუ – თქვენ მიხვედით იმ წერტილამდე, როდესაც შეგიძლიათ მოლაპარაკებების წარმართვა, მაშინ სამხედრო სიტუაცია ბრძოლის ველზე, ანუ ვინ რას აკონტროლებს, ითამაშებს ცენტრალურ როლს და აუცილებლად ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა, თუ როგორი იქნება ამ ომის შესაძლო შედეგი“, – განაცხადა იენსენმა.
მისივე განმარტებით, სწორედ ამიტომ, ნატო უჭერს მხარს უკრაინას და ეხმარება. მისივე თქმით, მოსკოვთან მოლაპარაკებების დრო და თემატიკა თავად უკრაინამ უნდა განსაზღვროს.