თეგებით ძიება

"ვეძებ მერაბს, რომელიც 12 წლის ასაკში ჩემი ძმა უნდა გამხდარიყო, მაგრამ დაგვასწრეს და სამეგრელოში გააშვილეს" - რას წერს ლადო აფხაზავა?

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ლადო აფხაზავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს რომ ეძებს ადამიანს, რომელიც ბავშვობაში გაიცნო. 

"ვეძებ მერაბს, რომელიც 12 წლის ასაკში ჩემი ძმა უნდა გამხდარიყო, მაგრამ დაგვასწრეს და სამეგრელოში გააშვილეს. ეს ამბავი ასე დაიწყო: 

12 წლის როცა ვიყავი, ფეხზე, წვივის ძვალზე სიმსიმვნეს ვებრძოდი, თუმცა გამიმართლა და გადავრჩი ჩემი მშობლების დაუღალავი ბრძოლის შედეგად. თბილისსში,  ჩხეიძის ქუჩაზე, ღუდუშაურის კლინიკაში ვმკურნალობდი, იქ ბავშვთა სახლიდან ერთი ბიჭი, მერებიკო მოიყვანეს, რომელსაც ფეხის ტერფები მტრედის  გულივით ამოზნექილი ჰქონდა  ცერათითებთან. "მერაბიკო ციკინინი ვარ" - ასე ეცნობოდა ყველას. 

ძალიან ბევრი ადამიანი იყო იქ, მაგრამ პატარა მერაბიკომ მხოლოდ ჩვენ ამოგვარჩია და სულ ჩვენთან იყო. გვაბანინებდა, გვაწესრიგინებდა თავს, ჩვენთან ერთად უნდა ესადილა, სულ ელოდებოდა ჩემს გაღვიძებას, მთხოვდა თამაშს და ასე გავიდა  ორი თვეც. მე უკვე სახლში გამომწერეს და როცა სახლში მოვდიოდით, დედამ მითხრა,  რომ ის ჩამიყვანდა თუ არა სოფელში, ისევ უკან უნდა დაბრუნებულიყო მერაბიკოსთვის. ჩავედით თუ არა,  მეორე დღეს თბილიში წავიდა და სამი დღე არ ჩამოსულა . საბუთებს აკეთებდა, თუმცა მერაბიკო უკვე ამ სამ დღეში უკვე გააშვილეს. ვიცით ის, რომ სამეგრელოში წაიყვანეს არაჩვეულებრივმა ადამიანებმა. დედას ყოველთვის ვატყობდი, ბევრს ფიქრობდა ამაზე,  თუმცა არასდროს ახსენებდა მხოლოდ მერაბიკოს შემოხაზულ თითებს კოცნიდა რომელიც ერთერთ წიგნის ყდაზე შემოგვრჩა. 

მე კი 12 წლიდან ვეძებ მერაბიკოს და ვერ ვიპოვე , თუმცა არამგონია მათ მშობლებს მერაბიკოსთვის არ ერთქვათ სიმართლე.  ის ახლა 33-36 წლის იქნება  ცხოვრობს სამეგრელოში და დარწმუნებული ვარ სახელს არ შეუცვლიდნენ. შეილძლება ვინმეს უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ რადგან ჩვენიანად მივიჩნიეთ და ამ განცდით ვიცხოვრეთ მთელი ეს წლები, ძალიან მინდა ვიპოვო და ისევ გვქონდეს ურთიერთობა", - წერს ლადო აფხაზავა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა