თეგებით ძიება

აქვს თუ არა პრეზიდენტს ივანიშვილთან კომუნიკაცია - რას ამბობს პრეზიდენტის ძმა?

პრეზიდენტის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში სალომე ზურაბიშვილის მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზე ისაუბრა. ზურაბიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტს ბიძინა ივანიშვილთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს. 

„უპირისპირდება ბიძინა ივანიშვილის გუნდს, უპირისპირდება მთავარ საკითხებზე, უპირისპირდება რუსეთთან ურთიერთობაში, ეწინააღმდეგება იმაში, რომ მივიღოთ ბევრი რუსი საქართველოში, ალბათ არის საფრთხე. ფაქტობრივად, უპირისპირდება მისი გუნდის ყველა გადაწყვეტილებას, არ ვიცი, რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ აქედან.

მგონი სალომეც თვითონ ამბობს, მომისმენია და მიკითხია, ვიიც, რომ არანაირი ურთიერთობა არ არსებობს,“ - ამბობს პრეზიდენტის ძმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა