თეგებით ძიება

ოქტომბერში სურსათზე მსოფლიო ფასები 11%-ით დაეცა - FAO

სურსათზე მსოფლიო ფასები ოქტომბერში გასული წლის იმავე თვესთან შედარებით 10,9%-ით შემცირდა, სექტემბერთან შედარებით, კლება 0,5%-ია, ამის შესახებ FAO (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) იუწყება.

მარცვლეულის ფასის ინდექსი ოქტომბერში 1%-ით ჩამორჩა სექტემბრის მაჩვენებელს. წლიური თვალსაზრისით კლებამ 17.9% შეადგინა. „ოქტომბერში ხორბლის მსოფლიო ფასები 1,9%-ით დაეცა, რაც აშშ-დან მოსალოდნელზე მაღალი მიწოდებით, ასევე ექსპორტიორებს შორის კონკურენციის მკვეთრი ზრდითაა გამოწვეული“, - განმარტავენ FAO-ს ექსპერტები.

მცენარეულ ზეთებზე ფასების ინდექსი სექტემბერთან შედარებით 0,7%-ით შემცირდა. მისი კლება ზედიზედ მესამე თვეა გრძელდება. წლიური თვალსაზრისით ვარდნამ 20.7% შეადგინა. ამ ინდექსის კლება პალმის ზეთის ღირებულების ვარდნაზე აისახა, რამაც სოიას, მზესუმზირას და რაფსის ზეთებზე მსოფლიო ფასების მატებაზე მოახდინა  კომპენსირება.

რძის პროდუქტების ფასების ინდექსი, რომელიც ზედიზედ ცხრა თვის განმავლობაში დაეცა, ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით 2,2%-ით გაიზარდა.

ხორცის ფასის ინდექსი ყოველთვიურად 0.6%-ით, წლიური კი 3.4%-ით შემცირდა. კლების ტენდენცია მეოთხე თვეა გრძელდება. „ღორის ხორცის გლობალურმა ფასმა კლება განაგრძო ოქტომბერში ზედიზედ მესამე თვეა, რაც ძირითადად გამოწვეულია იმპორტის სუსტი მოთხოვნით, განსაკუთრებით აღმოსავლეთ აზიის ზოგიერთი ქვეყნიდან. ფრინველის ხორცზე მსოფლიო ფასები, პირიქით, ოდნავ გაიზარდა.

საქონლისა და ცხვრის ხორცზე მსოფლიო ფასებიც ოდნავ გაიზარდა იმპორტზე მუდმივი მაღალი მოთხოვნის გავლენით.

შაქრის ფასის ინდექსი ორთვიანი ზრდის შემდეგ ოქტომბერში 2,2%-ით დაეცა. თუმცა, გლობალური კოტირებები კვლავ 46.6%-ით აღემატება 2022 წლის სექტემბრის დონეს. ოქტომბერში ვარდნა ძირითადად გამოწვეული იყო ბრაზილიაში წარმოების დიდი მოცულობით და ამ ქვეყნიდან მიწოდების შეფერხებით ლოგისტიკური პრობლემების გამო.

წყარო: კომერსანტი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა