„ამას პირველად ვყვები - დედა ნერვიული ქალი იყო, სულ ნაირ-ნაირი ქამრები ჰქონდა...“ - რას იხსენებს თამარ ივერი
ამას პირველად ვყვები - დედას სულ ნაირ-ნაირი ქამრები ჰქონდა ჩემს საცემად, - ამის შესახებ ოპერის მომღერალი თამარ ივერი „დღის პოსტში“ იხსენებს.
„დედაჩემისთვის საკითხის გადაწყვეტა ცემა იყო, სულ მცემდა ხოლმე. ძალიან ნერვიული ქალი იყო. ამას ეთერში პირველად ვამბობ: შენახული ჰქონდა სხვადასხვა ფორმის, სიბრტყის და სისქის ქამარი. ყველაზე სქელი და ზამშის, ის იყო ყველაზე უმტკივნეულო. სქელი და ზამშისას თუ მირტყამდა, ესე იგი, ისე რა გავაბრაზე. მერე მოდიოდა ტყავშერეული, დაწნული ქამარი. ყველაზე მწარე იყო ტყავის, სქელი. ვაკის პარკში დადიოდა, ამოჩემებული ჰქონდა ერთი ტირიფის ხე, რომელსაც სხიპავდა. ტირიფის ტოტი იყო ყველაზე მწარე.
არასდროს დამავიწყდება - ერთხელ სკოლიდან პედაგოგმა უთხრა, თქვენი ქალიშვილი სკოლაში მოდის საყურეებ-ბეჭდებსახმულიო. დედა ყიფიანის ქალი იყო, ძალიან ამაყი, რას ამბობთ, მე ჩემს შვილს სახლიდან ისე ვუშვებ, რომ ამ შენიშვნას არ ვიღებო. მერე სკოლაში რომ წავედი, ჩუმად გამომყვა. მე ლიფტთან კლიფსები ამოვიღე... მაშინაც, პირდაპირ ტირიფს წაავლო ხელი,“ - იხსენებს თამარ ივერი.