თეგებით ძიება

„დღეს 81 წლის გახდებოდა...“ - რას წერს ბესო ჩუბინიძე ეთერ კაკულიაზე?

ცნობილი ქართველი მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ეთერ კაკულია დღეს 81 წლის გახდებოდა. ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე სოციალურ ქსელში მომღერლის საფლავთან ადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:

„დღეს 81 წლის გახდებოდა...

 სიცოცხლეში ყველას უყვარდა, ყველა მის მეგობრობას იბრალებდა, ყველა ეტრფოდა, ყველას ახსოვდა, ყველა თავს ევლებოდა...

დღეს... ამ ყველასგან ერთეულებიღა შემორჩნენ, ვინც მის საფლავზე ერთხელ მაინც ასულა, წითელი კვერცხი გადაუგორებია, დაბადების დღე მიულოცავს, ან ისე, უბრალოდ - დაუხედავს მისი ბინდისფერი სამოსელით მოქუფრული საფლავისთვის...

მერე რა, სამაგიეროდ დღეს ბევრს ისაუბრებენ მასზე, ისტორიებს მოყვებიან, მოეფერებიან, გაიხსენებენ... “ - წერს ბესო ჩუბინიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა