თეგებით ძიება

„სერვანტესის ძეგლთან ახლოს, პატარა ბინაში, ტუალეტში ვარ ჩაკეტილი და ამ სტატუსს ვწერ...“ - ლევან ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე, რომელიც ამჟამად ესპანეთის დედაქალაქში იმყოფება და რეალი-ნაპოლის მატჩზე დასასწრებად ემზადება, სოციალურ ქსელში წერს:

ფეხბურთის სტაჟიან გულშემატკივრებს, ალბათ, გახსოვთ "მასტერქარდის" რეკლამა, რომელიც "ჩემპიონთა ლიგის" მატჩის დაწყებამდე და შესვენებებს შორის გადიოდა. 

ვიდეოში ბავშვს აჩვენებდნენ, რომელიც "ჩემპიონთა ლიგის" მატჩზე დასასწრებად ემზადება. რამდენიმეწუთიან რგოლში ჩემნაირი პატარა გულშემატკივრისთვის საოცნებო პროდუქციის ფასები გახლდათ ჩამოთვლილი: "მატჩის ბილეთი - 50 ევრო, მაისური - 60 ევრო, ბუცები - 80 ევრო ...." ვრცელი სია კი სრულდებოდა გამხმოვანებლის მთავარი მოწოდებით: "ყველაფერს ფულით ვერ იყიდით, სხვა დანარაჩენისათვის "ევროქარდ მასტერქარდი" არსებობს!!!".

ადრეულ 2000-იან წლებში ვუყურებდი ამ რგოლს, შევნატროდი იმ ბავშვს და ბოლომდე არ მჯეროდა, რომ ოდესმე მთავარი ლიგის მატჩს ჩემი თვალით ვნახავდი და სტადიოზე ჩემი ყურით გავიგონებდი ცნობილი ჰიმნის "ჩვენ ჩემპიონები ვართ" ჰანგებს. მხოლოდ ალჩო (ასე ეძახის მამაჩემს თავისი შვილიშვილი) მამხნევებდა და მეუბნებოდა: "წახვალ მამა, წახვალ... ყველაფერს ნახავ".

ახლა სერვანტესის ძეგლთან ახლოს, პატარა ბინაში, ტუალეტში ვარ ჩაკეტილი და ამ სტატუსს ვწერ... გვერდითა ოთახიდან ჩემი ბავშვობის მეგობარი მიყვირის და მეუბნება, რომ რეალი-ნაპოლის მატჩზე 3 საათით ადრე უნდა მივიდეთ და გვაგვიანდება. მისი გულუხვობის, მოწადინებისა და გაჯიუტების წყალობით ვარ აქ

მგონი, სულ მალე პატარა ოცნებას ავიხდენ... 

ღმერთმა დალოცოს ხვიჩა კვარაცხელიას მარჯვენა და დათო ვეფხვაძის შეკიკინების უნარი. გავიქეცი სანამ მომკლა)))

P.S.  რეკლამაში ტყუილი იყო ნათქვამი, რაის  "ევროქარდ მასთერქარდი", მე "ამერიკან ექსპრესის" ულევი ძალა დამეხმარა  ... - წერს ლევან ლორთქიფანიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა