თეგებით ძიება

ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, სააკაშვილს კისერში მოვკიდებდი ხელს და ან გლდანის ციხეში წავიყვანდი, ან რუსთავში, 1 წელია ბაირამობს - ალეკო ელისაშვილი

ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, მიხეილ სააკაშვილს კისერში მოვკიდებდი ხელს და ან გლდანის ციხეში წავიყვანდი, ან რუსთავში. ციხეშია ჩასასმელი! 1 წელია ბაირამობს, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. 

მისი თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილებით მიხეილ სააკაშვილს არაფერი სჭირს და ამიტომ ის ციხეში უნდა დაბრუნდეს.

„თაღლითი და მავნებელია მიხეილ სააკაშვილი. ახლა ხომ გამოჩნდა, რომ არანაირი დემენცია, კახექსია... რა უქნა 1 წელი ქვეყანას. ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, მოვკიდებდი კისერში ხელს და წავიყვანდი, ან გლდანის ციხეში, ან რუსთავში. ციხეშია ჩასასმელი! 1 წელია ბაირამობს. რა კახექსია და დემენცია. ვკვდები, 1 კვირა დამრჩა... ეს კაცი არის მავნებელი!

ლევან იოსელიანი არაფერ შუაშია. ნინო ლომჯარიამ შექმნა კომისია და 1 წელი „გვაბოლებდნენ“, რომ კვდებაო. სტრასბურგის გადაწყვეტილებაა, რომ არაფერი სჭირს მიხეილ სააკაშვილს. წამოწვა იქ ორ ოთახიანში და დედა უტირა ამ ქვეყანას. აქედან ბიძინა ივანიშვილი და მისი „ოცნება“ ხრავს ამ ქვეყანას და იქიდან დედა უტირა სააკაშვილმა! 1 წელი აჯანჯღარა ეს ქვეყანა და მარტო თავის ჯანმრთელობაზე ალაპარაკა. საჩუქარი გაუკეთა „ქართულ ოცნებას“, 1 წელი სხვა სალაპარაკო თემა არ ჰქონდა.

ასე სამედიცინო მეთვალყურეობა გვჭირდება ყველას ამ ქვეყანაზე. ეს ორივე პარტია ოპოზიციაში უნდა გადავიდეს. ოპოზიციური პარტიები ფიქრობენ როგორ გადაბობღდნენ 5%-იან ბარიერზე. ამ დროს არის დიდი ეროვნული მიზანი - „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან თუ არ გავუშვით, ამათ ვეღარასოდეს გავუშვებთ. მეოთხედ იქნება არჩეული „ქართული ოცნება“, წარმოგიდგენიათ?“- განაცხადა ელისაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა