2023 წლის ოქტომბერში სისხლის სამართლებრივი დევნა 2 026 პირის მიმართ დაიწყო - დანაშაულის სტატისტიკა
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბერში სისხლის სამართლებრივი დევნა 2 026 პირის მიმართ დაიწყო. მათ შორის, 59 არასრულწლოვანია, ხოლო 146 -მა პირმა პირმა დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის გასვლამდე. დევნა შეწყდა 20 პირის მიმართ, მათ შორის 1 არასრულწლოვნის.
ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 682 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება.
შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთი - 199
ქვემო ქართლი 190
კახეთი - 116
სამცხე-ჯავახეთი - 51
დასავლეთ საქართველო - 204
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 128
აჭარა – 273;
აფხაზეთი - 7
დევნის დაწყების მაჩვენებელი სსკ-ის კონკრეტული მუხლების მიხედვით ასე გადანაწილდა:
დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით - 17 შემთხვევა;
მკვლელობის მცდელობის მუხლით 8 შემთხვევა
თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით 1 შემთხვევა.
ქურდობა – 323 შემთხვევა;
მუქარა – 234 შემთხვევა;
ოჯახური ძალადობა – 199 შემთხვევა;
ძალადობა – 180 შემთხვევა;
გაუპატიურება – 20 შემთხვევა;
გარყვნილი ქმედება – 8 შემთხვევა;
თაღლითობა – 207 შემთხვევა;
ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება – 303 შემთხვევა;
ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება – 105 შემთხვევა;
ყალბი დოკუმენტების დამზადება – 116 შემთხვევა;
საქსტატის ამავე მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბერში დაზარალებულთა რაოდენობამ 1 556 პირია.