თეგებით ძიება

სამწუხაროდ, ბევრმა ქალმა არ იცის, რომ სახელმწიფო მათ სთავაზობს ანონიმურ ცხელ ხაზს, თავშესაფრებს და სარეაბილიტაციო კრიზისულ ცენტრებს - თინათინ ნიბლოშვილი

გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა ძალადობაგამოვლილი ქალები და მათი შვილები მოინახულეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ძალადობაგამოვლილმა ქალებმა კმაყოფილება გამოთქვეს იმ სახელმწიფო მომსახურებებზე, რომლებიც ძალადობის მსხვერპლთათვის არსებობს.

„დედაქალაქის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა, საბჭოს წევრებთან, ვლადიმერ ბოჟაძესა და ანა კაკაბაძესთან, ერთად სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფი თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა დაწესებულების მომსახურების მიმღები პირები მოინახულეს და საჩუქრები გადასცეს.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საკრებულოს წევრებს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა რუსუდან კოხოძემ და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების უფროსმა ინდირა რობაქიძემ უმასპინძლეს.

თინათინ ნიბლოშვილის თქმით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისათვის ცნობიერების ამაღლების მიზნით მთელი ქვეყნის მასშტაბით 16-დღიანი კამპანია ტარდება, რათა ინფორმაცია რაც შეიძლება მეტ ქალთან მივიდეს.

„სამწუხაროდ, ბევრმა ქალმა არ იცის, რომ სახელმწიფო მათ სთავაზობს ანონიმურ ცხელ ხაზს, თავშესაფრებს და სარეაბილიტაციო კრიზისულ ცენტრებს. ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ ყველამ, რათა არსებული სტატისტიკა შევამციროთ. ამისთვის კი მნიშვნელოვანია თითოეულმა ამ ადამიანმა იგრძნოს საზოგადოების მხარდაჭერა და იცოდეს, რომ სახელმწიფო იცავს“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

ძალადობაგამოვლილმა ქალებმა კმაყოფილება გამოთქვეს იმ სახელმწიფო მომსახურებებზე, რომლებიც ძალადობის მსხვერპლთათვის არსებობს.

შეხვედრაზე ძალადობაგამოვლილ ქალებსა და მათ შვილებს ჰიპერმარკეტების ქსელ „გუდვილის“, აგრეთვე კომპანიების, „ავერსი-ფარმასა“ და „ისი-პარის“, საჩუქრები გადაეცათ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა