თეგებით ძიება

დავუპირისპირდეთ რუსულ ოკუპაციას და საბოლოოდ გავამყაროთ ჩვენი ევროპული ქვეყნის წინსვლა - ოთარ ზურაბიშვილი

ოთარ ზურაბიშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, ხმა ქართული ქარტიის ხელმომწერ პარტიებს მისცენ. პრეზიდენტის ძმა ვიდეომიმართვას სოციალურ ქსელში ავრცელებს და ამბობს, რომ ახლა საქართველო მნიშვნელოვან გზაგასაყარზეა - ვირჩევთ ან ევროპულ მომავალს, ან რუსულ გავლენას.

მეგობრებო, ხვალ გასაკეთებელი გვექნება ეგზსტენციალური არჩევანი. ვირჩევთ ან ევროპულ მომავალს, ან რუსულ მონობას. 1921-ში რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობამ და მისი დამოუკიდებლობის გაუქმებამ იძლებით პოლიტიკურ ემიგრანტად აქცია ჩემი წინაპრები. რუსეთის მიერ ჩემი სამშობლოს ოკუპაციის გამო, დავიბადე და გავიზარდე უცხოეთში. დღეს მეძლევა შანსი, რომ გავაკეთო არჩევანი საქართველოს მომავლისთის, ჩემი შილების და შვილიშვის მომავლისთვის. სწორედ ამიტომ, მხარს ვუჭერ ქართულ ქარტიას და საქართველოს ევროპულ გზას. იფიქრეთ თქვენს თქვენი შვილების მომავალზე. არ დაუშვათ მათი უცხოეთში გადინება და მათი უცხოეთებით შეცვლას. ნუ შევშინდებით, ნუ ავირჩევთ რუსულ გავლენას, ნუ გავხდებით რუსული რეჟიმის პროპაგანდის მსხვერპლი. დავუპირისპირდეთ რუსულ ოკუპაციას და საბოლოოდ გავამყაროთ ჩვენი ევროპული ქვეყნის წინსვლა. ხმა მივცეთ ქართული ქარტიის მომხრე ერთ-ერთ პარტიას, - ამბობს ოთარ ზურაბიშვილი. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა