თეგებით ძიება
20. 12. 2023 მსოფლიო

აშშ-ში ხელოვნური ხორცის გაყიდვა დაიწყება

აშშ-ში ცხოველის ღეროვანი უჯრედებისგან შექმნილი ხორცის გაყიდვა ოფიციალურად ნებადართულია. ჯერჯერობით ბაზარზე მხოლოდ ხელოვნური ქათმის ხორცია დაშვებული, რასაც სავარაუდოდ, სხვა ხორციც მოჰყვება.  

ხელოვნური ხორცის მიმართ მაღალი ინტერესის მიზეზი ცნობილია - The Guardian-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყოველდღიურად, დაახლოებით, 130 მილიონ ქათამს და 4 მილიონ ღორს კლავენ. ბევრი ადამიანი რელიგიური მოტივების გამო ვეგეტარიანელი ხდება, ბევრს კი ტანჯვით მოკლული ცხოველების ჭამა არ სურს.

თუმცა ადამიანს ცილა სჭირდება და ცდილობს მისი მოპოვება ცხოველებისთვის ზიანის მიყენების გარეშე მოახერხოს. ხელოვნური ხორცი სპეციალურ ბიორეაქტორებში შექმნილი ღეროვანი უჯრედებისგან მზადდება. ამასთან, ის გაჯერებულია ცხიმებითა და იმ კვებითი ღირებულებით, რაც ნამდვილს ხორცს გააჩნია.

ღეროვანი უჯრედებიდან ხელოვნური ხორცის შექმნის პროცესი დიდი ხნის წინ დაიწყო. ამ საქმიანობაში მსოფლიოში ასობით სხვადასხვა კომპანიაა ჩართული.

აღსანიშნავია, რომ ხელოვნური და უსაფრთხო პროდუქტების გამოჩენა ჯერ კიდევ 1931 წელს, გამჭრიახმა ჩერჩილმა იწინასწარმეტყველა, თუმცა ხელოვნური ხორცის პირველი ნაჭრები ძალიან ძვირი ღირდა.

სულ ახლხან გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანიამ Future Meat Technologies-მა ისრაელში, მსოფლიოში პირველად, ხელოვნური ხორცის საწარმოებლად ფაბრიკა გაიხსნა, სადაც დღეში საშუალოდ 500 კილოგრამ ღორის, ქათმისა და ცხვრის კულტივირებულ ხორცს აწარმოებენ.მწარმოებლები დარწმუნებულები არიან, რომ ხელოვნური ხორცი ძალიან მალე გახდება მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საკვები და მასზე მოთხოვნა სულ უფრო მეტად გაიზრდება.

წყარო: www.reuters.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა