თეგებით ძიება

მეცნიერი, რომლის წყალობითაც ცოცხლები ვართ

ზოგჯერ დედამიწის საიდუმლოებები საშიშად გვეჩვენება, მაგრამ ჩვენი ცხოვრება შეიძლება კიდევ უფრო ბნელი და საშიში ყოფილიყო იმ მეცნიერების გარეშე, რომლებმაც თავი შესწირეს ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. რა სამწუხაროა, რომ ბევრ ჩვენგანს მათ შესახებ არაფერი სმენია. მოდი, სამართლიანობა აღვადგინოთ და მივიწყებულ გმირები გავიხსენოთ. მათგან ერთ-ერთია კაცი, რომელმაც მიკრობები აღმოაჩინა...

ლუი პასტერი ფრანგი მეცნიერია, რომელიც მე-19 საუკუნეში ცხოვრობდა.

იმ დროს მეცნიერებს სჯეროდათ, რომ ბაქტერიები ჰაერიდან ჩნდებიან, თუმცა პასტერს ამაში ეჭვი ეპარებოდა და ექსპერიმენტების ჩატარება დაიწყო.

თავისი ექსპერიმენტებით პასტერმა მიკრობული თეორიის კონცეფციაში რევოლუცია მოახდინა და დაამტკიცა, რომ დაავადების თავიდან აცილება და განადგურება ჩანასახში შეიძლება:

მან განავითარა დაავადების მიკრობული თეორია, შეიმუშავა პასტერიზაციის პროცესი, რომელიც საკვები პროდუქტის გაფუჭებას ხელს უშლის და ციმბირული წყლულის და ცოფის აცრები შექმნა!

მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერი ყველაზე მეტად პასტერიზაციის პროცესის გამოგონებით იყო ცნობილი, მისი კვლევები ბევრად უფრო მასშტაბურია.

მიკრობული თეორია არის საფუძველი, რომელზედაც ჰიგიენისა და უსაფრთხოების იდეები დაშენდა.

პასტერი გახდა პირველი მეცნიერი, ვინც ხელოვნურად დასუსტებული ვირუსები აცრებად გამოიყენა და ჯერ ციმბირული წყლულის საწინააღმდეგო, შემდეგ კი ცოფის ვაქცინა შექმნა.

ამ უმნიშვნელოვანესმა გამოგონებამ უკვე მილიონობით ადამიანი სიკვდილს გადაარჩინა და სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდაც გამოიწვია. კვლევების თანახმად, ვაქცინაცია 2030 წლამდე 120 მილიონ ადამიანს იხსნის სიკვდილისგან.

ლუი პასტერის მოღვაწეობამ მსოფლიო შეცვალა. ის რომ არა, დღეს მსოფლიოს მოსახლეობა ასობით მილიონი ადამიანით ნაკლები იქნებოდა.

წყარო : funtime


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა