ლი ჩინ-იუენი - ადამიანი, რომელმაც 256 წელი იცოცხლა
ჩინელი ლი ჩინ-იუენი
მან ორი საუკუნის მანძილზე საინტერესო ცხოვრებით იცხოვრა და 1933 წლის 6 მაისს გარდაიცვალა. ლი ჩინ-იუენი, რომელმაც ხანგრძლივი ცხოვრების შემდეგ 11 თაობის 180 შთამომავალი დატოვა, ყველგან ამტკიცებდა, რომ 1736 წელს დაიბადა, თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ ამ უჩვეულო ადამიანის დაბადების თარიღი 1677 წელია.
ერთი რამ უდავოა - 197 წლის იყო თუ 256 წლის, ლი სიცოცხლის ხანგრძლივობით დედამიწაზე მაინც აბსოლუტური რეკორდსმენია.
გაინტერესებთ, საიდან გაჩნდა ლის 1677 წელს დაბადების შესახებ ინფორმაცია?
როგორც გაირკვა, მის სიცოცხლეში, 1930 წელს, ჩენდუს უნივერსიტეტის პროფესორმა ვუ ჩუნგ-ცზემ 1827 წელს სამთავრობო ჩანაწერები აღმოაჩინა. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 1827 წელს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ლის 150 წლის იუბილე მიულოცა!
შემდეგი მსგავსი ჩანაწერი 1877 წლით თარიღდება, როდესაც მთავრობამ ლი ჩინ-იუენს 200 წლის იუბილე მიულოცა.
იქნებ მოხუცს საკუთარი დაბადების წელი მართლაც დაავიწყდა და ოფიციალურ დოკუმენტებში უფრო ზუსტი ინფორმაცია ინახება?
1928 წელს New York Times-ის ჟურნალისტმა გადაწყვიტა ამ უცნაურ ამბავში გარკვეულიყო და დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარა. ჟურნალისტმა ის ადგილები მოინახულა, სადაც პლანეტის უხუცესი ადამიანი ცხოვრობდა და მის ნაცნობ ადამიანებს გაესაუბრა.
ჟურნალისტის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ღრმად მოხუცი ადამიანები არწმუნებდნენ, რომ ლი ჩინ-იუენს მათი ბაბუები და ბაბუები იცნობდნენ და ამ დროს ის უკვე მოხუცი გახლდათ.
ლი ჩინ-იუენის დღეგრძელობის საიდუმლო
ლი ჩინ-იუენი სიჩუანის პროვინციაში დაიბადა. 10 წლის ასაკში ბიჭუნა სამკურნალო ბალახების შემგროვებლის პროფესიას დაეუფლა და მთელი ცხოვრება ამ საქმით იყო დაკავებული.
ლის ახალგაზრდობიდან აინტერესებდა სიცოცხლის გახანგრძლივების საშუალებები და მხოლოდ მოხარშულ ბრინჯს, ბოსტნეულს და მცენარეულ ჩაის მიირთმევდა.
1749 წელს, 71 წლის ლიმ საიმპერატორო ჯარში, საბრძოლო ხელოვნების ინსტრუქტორად და ტაქტიკურ მრჩევლად მუშაობა დაიწყო. არქივმა შემოინახა ლი ჩინ-იუენის ერთ-ერთი მოსწავლის, ტაიცი ციუ და ლიუს მემუარები, რომლითაც ლი ჩინ-იუენის დღეგრძელობის საიდუმლოს ფარდა აეხადა.
ტაიცის მონაყოლიდან ირკვევა, რომ ერთხელ მისი მასწავლებელი მთებში ხეტიალის დროს 500 წლის მოხუცს შეხვდა. სწორედ მან ლი მოსწავლედ აიყვანა და საბრძოლო ხელოვნებისა და დღეგრძელობის საიდუმლოს აზიარა.
თავად ლი ამბობდა, რომ მისი დღეგრძელობა სპეციალური კვებისა და ყოველდღიური ვარჯიშების დამსახურებაა. „თუ დიდხანს სიცოცხლე გინდა, გულის სიმშვიდე უნდა შეინარჩუნო, კუსავით იჯდე, მტრედივით იარო და ძაღლივით იძინო“ - ამბობდა მოხუცი.
„ფაქტები 250 წლის კაცზე"
1927 წელს, ერთ-ერთი მოგზაურობის დროს ლი გენერალ იან სენს ესტუმრა. სწორედ ამ შეხვედრისას გადაიღეს მოხუცის ერთადერთი ფოტო, რომელიც დღემდეა შემორჩენილი. ყველა, ვინც ლის პირადად იცნობდა, ამტკიცებს, რომ მათი ნაცნობობის მანძილზე მოხუცი საერთოდ არ შეცვლილა. გენერალთან სტუმრობის შემდეგ ლი ჩინ-იუნი მალე გარდაიცვალა. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „მე ამ სამყაროში ყველაფერი გავაკეთე, რაც უნდა გამეკეთებინა. სახლში დაბრუნების დროა“.
მსოფლიოს ყველაზე დღეგრძელმა ადამიანმა გენერალ იანგ სენზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მან დაწერა წიგნი „ფაქტები 250 წლის კაცზე" .
წიგნის ავტორმა ლი ჩინ-იუენი აღწერა, როგორც 2,1 მეტრის სიმაღლის, კარგი მხედველობის მქონე, მხნე მამაკაცი გრძელი ფრჩხილებით და ვარდისფერი სახით. მოხუცს მახვილი გონება ჰქონდა და შესანიშნავი იუმორის გრძნობასაც ავლენდა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ლი ჩინ-იუენმა 23 ცოლი დაასაფლავა, 24-ე კი დააქვრივა. მისი გარდაცვალების დროს ქალი 60 წლის იყო. მოხუცი არა მარტო ყველა შვილის და შვილიშვილის, არამედ ბევრი შვილთაშვილის სიკვდილსაც მოესწრო.