თეგებით ძიება

უიტიერი - ქალაქი, რომლის მოსახლეობა ერთ სახლში ცხოვრობს

ალასკაზე, ანჩორჯინგიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 120 კილომეტრში უჩვეულო ქალაქი -  უიტიერი მდებარეობს. 2010 წლის აღწერით ქალაქში მხოლოდ 220 ადამიანი ცხოვრობს და ყველა მათგანის ბინა ერთ,  14 სართულიან სახლში მდებარეობს. ქალაქმა სახელი ახლომდებარე მყინვარისგან მიიღო, რომელსაც პოეტ ჯონ გრინლიფ უიტიერის სახელი ჰქვია.

საცხოვრებელი ბინების გარდა, იმავე სახლში მდებარეობს ყველა საჭირო ორგანიზაცია — ქალაქის მერის კაბინეტი, საავადმყოფო, პოლიცია, ფოსტა, მაღაზია, ეკლესია. სკოლა ცალკე შენობაშია, რომელიც ძირითად შენობას დერეფნით უკავშირდება.

image


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა