თეგებით ძიება
10. 02. 2023 მსოფლიო

"დედაჩემის ყვავილებსაც ვჭამდი" - ახალი ინტერვიუ 17 წლის ბიჭთან, რომელიც ნანგრევების ქვეშ წყურვილს საკუთარი შარდის სმით იკლავდა (ვიდეო)

17 წლის ადნან მუჰამეთ ქორქუთის ახალი ვიდეო ვრცელდება, სადაც ბიჭი ნანგრევებში გატარებულ 94 საათს იხსენებს და ამბობს, რომ გადასარჩენად გარდა საკუთარი შარდის სმისა, ის დედამისის ყვავილებსაც ჭამდა.

"ჩემს შარდს ვსვამდი. გელოდებოდით, რომ მოხვიდოდით", - ასე მიმართა მანამდე მაშველებს ბიჭმა.

სამაშველო ოპერაციის ემოციური ვიდეოკადრები, ასევე ემდეგი ინტერვიუ თურქულ მედიასა და სოციალურ ქსელებში ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ სამაშველო ოპერაცია 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. სტიქიას 21 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა