თეგებით ძიება

19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი

ამ დღეს სასურველია აქტიური ქმედებებისგან თავი შეიკავოთ და მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარება სამომავლოდ გადადოთ. ახალი იდეების განხორციელებისთვის საუკეთესო პერიოდი არაა. ემოციური ფონი მაღალია და სტრესის თავიდან აცილება რთული იქნება, ამიტომ ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. გირჩევთ მეგობრებთან ერთად ბუნებაში დაისვენოთ და ცოტა მოდუნდეთ, რომ ყოველდღიური პრობლემებისგან გათავისუფლდეთ.

კურო

კუროებისთვის ხელსაყრელი დროა ნათესავებთან ურთიერთობების დასალაგებლად და ძველი კონფლიქტების მოსაგვარებლად. ეცადეთ ვირუსებს და ხალხმრავალ ადგილებს მოერიდოთ და საკვები პროდუქტების ხარისხს ყურადღება მიაქციოთ. გამორიცხული არ არის მოწამვლა ან კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადებების გამწვავება. ვრსკვლავები გირჩევენ, რომ ახლობლები სასიამოვნო სიურპრიზებით გაახაროთ და სამუშაოზე პრიორიტეტები სწორად დაალაგოთ — სწორად მიღებული გადაწყვეტილებები მომავალზე დადებითად აისახება.

ტყუპები

ამ დღის მთავარი ამოცანა ემოციების კონტროლია. წინ რთული პერიოდი გელით, რომელმაც შესაძლოა, არასასურველი ცვლილებები გამოიწვიოს. ეცადეთ თითოეული სიტყვა ფრთხილად შეარჩიოთ და სიტუაცია არ გაამწვავოთ. თავისუფალი დრო ენერგეტიკული რესურსების აღდგენას უნდა დაუთმოთ. ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ და უფრო ხელსაყრელ დროს დაელოდეთ.

კირჩხიბი

რთული არჩევანი გელით - შეგიძლიათ საზოგადოების მიერ დადგენილი გზით სიარული გააგრძელოთ ან სრული დამოუკიდებლობა მოიპოვოთ. ამ დღეს საშუალება გექნებათ, რომ წინა დღეს დაშვებული შეცდომები გამოასწოროთ და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში წარმოქმნილი უთანხმოება მოაგვაროთ. ეცადეთ საკუთარი ეგოიზმისგან გათავისუფლება და მოვლენების ობიექტურად შეფასება  შეძლოთ. კოლეგის რჩევები დამატებითი შემოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ.

ლომი

წარმატებული და იღბლიანი დღეა ახალი პროფესიის დაუფლებისა და მოგზაურობისთვის. განსაკუთრებით კარგი დროა შემოქმედებითი პროფესიის ლომებისთვის, რადგან ემოციებითა და იდეებით იქნება სავსე. დღის მეორე ნახევარში შეიძლება რაღაც ახალი და უჩვეულო აღმოაჩინოთ. იმუნიტეტის გასაძლიერებლად სასურველია, რომ ვიტამინებით მდიდარი საკვები მიირთვათ და არ გადაიღალოთ.

ქალწული

დაუფიქრებელი საქციელის გამო, შესაძლოა, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, საიდანაც დანაკარგის გარეშე ვერ გამოხვალთ. გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცის ოსტატურად დაგებულ მახეში გაებათ. იმის ნაცვლად, რომ შექმნილი  ვითარებიდან გამოსავალი იპოვოთ, დამნაშავეს ეძებთ და ეს თქვენი პირველი შეცდომაა. გაჩერდით და გააანალიზეთ, რა თამაშში ცდილობენ თქვენს ჩართვას. ახლა თქვენთვის მთავარი ამოცანა სიტუაციის გააზრება და სწორი დასკვნების გაკეთებაა.

სასწორი

ზოგჯერ ცხოვრება უსიამოვნო სიურპრიზებს გვთავაზობს, მაგრამ ეცადეთ პროვოკაციებს მოერიდოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ. პლანეტების განლაგება კონფლიქტებისა და გაუგებრობების წარმოშობას ხელს უწყობს, რაც სამუშაო პროცესზეც უარყოფითად იმოქმედებს. თქვენი გულუბრყვილობა არაკეთილგანწყობილ ადამიანს  იმის შანსა აძლევს რომ საკუთარი მიზნებისთვის გამოგიყენოს. ხელსაყრელი დროა მოგზაურობისა და ახალი ემოციების მიღებისთვის. თუ საშუალება გაქვთ, ბარგი ჩაალაგეთ და გაემგზავრეთ.

მორიელი

უახლოეს მომავალში მოთმინება და გამძლეობა დაგჭირდებათ. მოგიწევთ საკუთარი გზა სხვების მხარდაჭერის გარეშე იპოვოთ. თუ სიმტკიცესა და ნებისყოფას გამოიჩენთ, მიზნის მიღწევაში ხელს ვერავინ შეგიშლით. მიზანდასახული ქმედების წყალობით  სასურველ შედეგს მიაღწევთ, მაგრამ წვრილმანებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. ეს ეტაპი საჭიროა, რომ მიღებული წარმატების დაფასება ისწავლოთ. გირჩევთ ოჯახის უფროს წევრებს გეგმიური გამოკვლევა ჩაუტაროთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს საშუალება გექნებათ, რომ დაისვენოთ და ძალები აღიდგინოთ. ეს დრო ხელსაყრელია შეცდომების გააზრებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. არ არის გამორიცხული, რომ იმ ადამიანებთან ურთიერთობა მოგიწიოთ,  რომლებმაც წარსულში გული გატკინეს. დროა თქვენს ურთიერთობებს გადახედოთ — ერთგულ მეგობრებთან მეტი დრო გაატაროთ, ხოლო მათთან, ვინც გიღალატათ, ურთიერთობა გაწყვიტოთ.

თხის რქა

დროა საკუთარი ცხოვრების სტილს გადახედოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ და სპორტით დაკავდეთ - თქვენი მცდელობა შედეგს გამოიღებს და შეიძლება ისეთ შედეგებს მიაღწიოთ, როგორზეც ადრე ვერ იოცნებებდით. ახლობლები თქვენს მხარეს იქნებიან და ყველანაირად დაგეხმარებიან, ასე რომ, წინ იარეთ! გირჩევთ უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ.

მერწყული

შესაძლოა, ამ დღეს ფინანსური ბონუსი ან  მემკვიდრეობა მიიღოთ, რომელიც სამართლიანად გეკუთვნით. გახსოვდეთ, რომ ეს არამარტო უპირატესობა, არამედ ისეთი პასუხისმგებლობაც არის, როგორსაც ადრე არ შეხვედრიხართ. დღის მეორე ნახევარში ახლობელი ადამიანის პრობლემის მოგვარება მოგიწევთ და საკუთარი მიზნების მისაღწევად დრო  აღარ დაგრჩებათ.

თევზები

თუ მიმდინარე ამოცანების შესრულება შეძელით მოდევნო თვე მშვიდი და ჰარმონიული იქნება. ნუ მისცემთ ემოციებს თქვენზე გავლენის მოხდენის უფებას და მდგომარეობა რეალურად შეაფასეთ. შესაძლოა, ამ დღეს გაიცნოთ ადამიანი, რომელიც უახლოეს ხანებში კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ.  მოემზადეთ იმისთვის, რომ პრობლემების გადასაჭრელად მნიშვნელოვანი ხარჯები დაგჭირდებათ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა