თეგებით ძიება

რატომ არ ნიშნავენ ექიმები გრიპის დროს ანტიბიოტიკებს

გრიპის დროს ანტიბიოტიკების მიღება უსარგებლოა, ვინაიდან ისინი მოქმედებენ ბაქტერიებზე და არა ვირუსებზე

. ანტიბიოტიკების მიღება არათუ თავიდან ვერ აგვაცილებს გრიპის გართულებებს, არამედ შესაძლოა გააუარესოს კიდეც მდგომარეობა - გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, დაავადების გაქრონიკულება, დისბაქტერიოზი.

ანტიბიოტიკი უნდა დანიშნოს მხოლოდ ექიმმა გრიპის გართულებათა სამკურნალოდ.

დაავადების პირველ დღეებში კი მიზანშეწონილია მივიღოთ არა ანტიბიოტიკები, არამედ ანტივირუსული პრეპარატები, რომლებსაც აქვს სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ანტივირუსული პრეპარატების მიღებას აზრი აქვს მხოლოდ დაავადების პირველ დღეებში, მოგვიანებით მათი მიღება უეფექტოა. გამოგვადგება რემანტადინი, ვირუსული ინფექციის პროფილაქტიკისათვის - ინტერფერონი, ვიროგელი, ოქსოლინის მალამო (ცხვირზე წასასმელად). სიცხის დამწევი საშუალებებიდან - პარაცეტამოლი, კოლდრექსი, ფერვექსი და სხვა.

გრიპის მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი წოლითი რეჟიმია. თუ ავადმყოფს აქვს ძალიან მაღალი - 38,5-39 გრადუსი - ტემპერატურა, აუცილებლად უნდა დავწიოთ სიცხე - ავადმყოფს შუბლზე დავადოთ სველი საფენი, მივცეთ სიცხის დამწევი საშუალება.მოზრდილი ადამიანისთვის კრიტიკული ტემპერატურა 38,5 გრადუსია. თუ სიცხემ უფრო მაღლა აიწია, სიცხის დამწევი საშუალება აუცილებლად უნდა მივიღოთ.

გაციებისა და გრიპის სამკურნალოდ საუკეთესო საშუალება სითხის უხვი მიღებაა. რეკომენდებულია დღეში 8-10 ჭიქა თბილი ან ცხელი უალკოჰოლო სითხე. აუცილებელია წოლითი რეჟიმი და მოსვენება, თამბაქოსა და ალკოჰოლისთვის თავის დანებება. ძალიან კარგია ჟოლოს მურაბიანი ჩაი, ასკილის თბილი ნაყენი. ძილის წინ აუცილებლად დალიეთ 2 ჩაის ჭიქა თაფლიანი ჩაი ან რძე. შეგიძლიათ, დაამატოთ ლიმონის წვენიც. ოთახი, სადაც ავადმყოფი წევს ხშირად უნდა განიავდეს.

წყარო: მკურნალი.გე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა