ისრალის მეცინერთა ჯგუფმა შქმნა პრეპარატი, რომელმაც შესაძლოა შესაძლოა COVID-19 შეჩეროს
ისრალის მეცინერთა ჯგუფმა შქმნა პრეპარატი, რომელმაც შესაძლოა შესაძლოა COVID-19 შეჩეროს, ინფორმაციას The Jerusalem Post-ი ავრცელებს.
ფარმაცევტული კომპანიის თქმით, მედიკამენტმა კლინიკური კვლევების პირველი ეტაპი წარმატებით დაასრულა და 13 სექტემბერს კლინიკური კვლევების მეორე ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით Helsinki Committee-ის მიმართა.
The Jerusalem Post-ის ცნობით, კლინიკური კვლევების მეორე ეტაპი, სავარაუდოდ, მომავალი თვიდან დაიწყება და მასში დაახლოებით, 150-მდე პაციენტი იქნება ჩართული.
იმის გათვალისწინებით, რომ კორონავირუსის დელტა შტამი ისევ სწრაფად ვრცელდება მსოფლიოს მასშტაბით, Code Pharma-მ შესაძლოა ანტივირუსული პრეპარატის ავტორიზაციისთვის კლინიკური კვლევების მეორე ეტაპის დასრულებისთანავე მიმართოს შესაბამის ორგანოებს.
ამასთან, ფარმაცევტული კომპანია აცხადებს, რომ მზად არის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პრეპარატის მასობრივი წარმოება დაიწყოს.