დასახელდა სიმსივნის 15 სიმპტომი, რომელთა უგულვებელყოფა არ შეიძლება
ონკოლოგიური დაავადება სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, თუმცა არსებობს 15 სიმპტომი, რომელთა უგულვებელყოფა არ შეიძლება. ამის შესახებ Express-ი სამედიცინო სახელმძღვენელო MSD-ზე დაყრდნობით წერს.
ესენია: წონის უმიზეზო დაკლება, დაღლილობა, ოფლიანობა ღამით, მადის დაქვეითება, განუწყვეტელი ტკივილები, მუდმივი გულისრევა და ღებინება, სისხლი შარდში, ყაბზობა ან დიარეა, ცხელება, ქრონიკული ხველა, ხალების ზომისა და ფორმის შეცვლა, ლიმფური კვანძების გადიდება, მუდმივი ანთება და კანზე წამონაზარდების ზომის ცვლილება.
справочник MSD.
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ონკოლოგიური დაავადება მსოფლიოში სიკვდილიანობის ყველაზე გავრცელებული მიზეზია.
მამაკაცებს ყველაზე ხშირად პროსტატის, ფილტვებისა და ნაწლავების კიბო ემართებათ, ქალებს - მკერდის, ფილტვების, მსხვილი და წვრილი ნაწლავების, ბავშვებში კი უფრო მეტად ვითარდება ლეიკემია, ლიმფომა ან ტვინის სიმსივნე.