თეგებით ძიება

კაკალი ჭარბთმიანობის წინააღმდეგ - რეცეპტი ხალხური მედიცინიდან

ხალხური მედიცინა ჭარბი თმის მოსაცილებელ უამრავ საშუალებას გთავაზობთ:

დაწვით კაკლის ნაჭუჭი, მისი ფერფლი აურიეთ წყალში და წაისვით თმიან ადგილას, ყოველდღიური პროცედურით აუცილებლად დაიწყება თმის ცვენა.

სასურველია კაკლის უღლის სპირტიანი ნაყენის დალევაც.

აიღეთ 1 ჩაის ჭიქა კაკლის უღელი (ლებნებს შორის ფირფიტა), დაასხით 2 ჩაის ჭიქა არაყი და გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში 2 კვირით.

შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ დღეში 1 სუფრის კოვზის ოდენობით.

შეგიძლიათ ეს საშუალება სცადოთ:

3 სადილის კოვზი ლემა მოხარშეთ 1 ჩაის ჭიქა წყალში, გადაწურეთ და წაისვით ჭარბთმიან ადგილებზე, განსაკუთრებით კარგად შეიზილეთ თმის ძირებში.

გახსოვდეთ! ნახარში ადვილად არ ფუჭდება, წლების განმავლობაში ინახება და ამიტომ მისი გამოყენება ხანგრძლივად შეგიძლიათ.

წყარო: mkurnali.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა