მოსკოვში ე.წ. სომხური ბატალიონის შემქმნელი, არმენ სარქსიანი ააფეთქეს
მოსკოვში დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი და ე.წ. სომხური ბატალიონი АрБат-ის შემქმნელი არმენ სარქისიანი ააფეთქეს. რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ცნობა, რომ სარქისიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მედია მომხდარს უკრაინის სპეცსამსახურებს უკავშირებს. უკრაინაში სარქისიანზე ძებნა 2014 წლიდან მკვლელობისთვის არის გამოცხადებული. ამას გარდა, უკრაინა არმენ სარქისიანს, იგივე არმენ გორლოვსკის ადანაშაულებდა უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობასა და აგრესორი სახელმწიფოს, რუსეთის ხელშეწყობაში.
სარქისიანი მიჩნეული იყო უკრაინის დონეცკის რეგიონში ე.წ. სომხური ბატალიონის შემქმნელად. ეს დაჯგუფება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კონტროლქვეშ მყოფ კერძო სამხედრო კომპანია "რედუტს" ექვემდებარება.