რა იწვევს ძილში უეცარ შეკრთომას და როგორ ავიცილოთ პრობლემა თავიდან? - გიორგი ღოღობერიძე გვირჩევს (ვიდეო)
ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში "მთავარი დიაგნოზი" საუბრობს, რა იწვევს ძილში უეცარ შეკრთომას და რა უნდა გააკეთოთ, რომ ეს პრობლემა თავიდან აირიდოთ:
- ალბათ, ძილის დროს უეცარი კრთომა გამოგიცდიათ. გეღვიძებათ, გული გაქვთ აჩქარებული, რაღაც სიზმარი ნახეთ, განიცდით, ემოციებში ხართ და რომ შეკრთით, გეგონათ, რომ სადღაც ვარდებოდით. პაციენტების 70%-ს ეს ჩივილი აქვს და მთელი ცხოვრების განმავლობაში რამდენჯერმე მაინც მეორდება. ამას ჰიპნაგოგური მიოკლონია ეწოდება. როდესაც ჩაგვეძინება, ჩვენთვის აუხსნელი მიზეზით, ჩვენი თავის ტვინი კუნთებს ინტენსიურ იმპულსებს უგზავნის. კუნთები რომ კრთის, გვაღვიძებს. როგორც წესი, ამ ყველაფერს თან გულისცემის აჩქარება ახლავს, გამოხატულად კარგად გამახსოვრდებათ სიზმარი და შიშის განცდა გაქვთ. ეს ფიზიოლოგიური მოვლენაა, რაიმე დაავადებას არ უკავშირდება და არ შეგეშინდეთ. მაგრამ, მას თავისი გამომწვევიც გააჩნია. რისკ ფაქტორებში, რამაც შეიძლება, ძილის დროს შეკრთომას ხელი შეუწყოს, შეიძლება შემდეგი რამ იყოს:
განსაკუთრებით სტიმულანტებს გამოვარჩევ. თუ დიდი რაოდენობით ნიკოტინს, კოფეინს მოიხმართ, ასეთ შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ შეკრთომის ფონზე, გამოღვიძების ეპიზოდი გქონდეთ.
გარდა ამისა, მიზეზი შეიძლება უძილობა იყოს - თუ წინა ღამით არ გეძინათ, ან ცუდად გეძინათ, ძილში კრთომა წინა დღეების უძილობით შეიძლება იყოს გამოწვეული.
ასევე, გამომწვევი შეიძლება სტრესი იყოს - როდესაც დაძაბული ხართ, შფოთვის, სტრესის დროს მოსალოდნელია, რომ ძილში შეკრთომის ეპიზოდი გქონდეთ.