თეგებით ძიება

"გაჩერებული გული აუმუშავეს" - სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ გადარჩენილი სიცოცხლე

გვერდი "შენი სიცოცხლის გადასარჩენად" ემოციურ ინფორმაციას ავრცელებს:

"თბილისის მე-7 რაიონული სამსახურის 0733 სასწრაფო დახმარების ბრიგადის წარმატება

გამოძახების ადგილზე მისულ თბილისის მე-7 რაიონული სამსახურის 0733 სასწრაფო დახმარების ბრიგადას შუახნის ქალბატონი გულის გაჩერებით დახვდათ. ბრიგადის წევრების მიერ მოხდა პაციენტის მონიტორზე აყვანა და დაწყებულ იქნა პროტოკლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები. გამოყენებულ იქნა გულ-ფილტვის რეანიმაციის ტუმბო, რომლის მეშვეობით აღდგა რითმი, მონიტორზე დაფიქსირდა პარკუჭოვანი ტაქიკარდია. 

პაციენტი სტაბილური მდგომარეობით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იქნა შეყვანილი.

#გვეამაყება

პარამედიკოსი ირაკლი ხეჩიკაშვილი 

უმცროსი ექიმი სალომე ჩიკვაიძე

მძღოლი სიმონ მამაიაშვილი

#შენისიცოცხლისგადასარჩენად".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა