თეგებით ძიება
27. 02. 2024 კულტურა

„ვრცელ­დე­ბა ცრუ ინ­ფორ­მა­ცია“ - ლე­ვან აკი­ნის ახა­ლი ფილ­მის გარ­შე­მო შექ­მნილ აჟი­ო­ტაჟს საპ­რო­დი­უ­სე­რო კომ­პა­ნია "1991 Productions" ეხ­მა­უ­რე­ბა

ლე­ვან აკი­ნის ახა­ლი ფილ­მის “გზაჯ­ვა­რე­დი­ნი” გარ­შე­მო შექ­მნილ აჟი­ო­ტაჟს საპ­რო­დი­უ­სე­რო კომ­პა­ნია "1991 Productions" ეხ­მა­უ­რე­ბა.

"ლე­ვან აკი­ნის ახა­ლი ფილ­მი “გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე”, რომ­ლი­თაც გა­იხ­სნა 2024 წლის ბერ­ლი­ნა­ლეს პროგ­რა­მა “პა­ნო­რა­მა”, 5 სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის საპ­რო­დი­უ­სე­რო კომ­პა­ნი­ის კოპ­რო­დუქ­ცი­ას წარ­მო­ად­გენს. შვედ, ფრანგ, და­ნი­ელ და თურქ პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად, ფილ­მის წარ­მო­ე­ბა­ზე იმუ­შა­ვა, ნინო ჩი­ჩუ­ა­სა და ანა ხა­ზა­რა­ძის მიერ და­ფუძ­ნე­ბულ­მა საპ­რო­დი­უ­სე­რო კომ­პა­ნი­ამ - 1991 Productions. პარტნი­ორ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა საფ­რან­გე­თი­დან, შვე­დე­თი­დან, და­ნი­ი­დან, თურ­ქე­თი­დან და სა­ქარ­თვე­ლო­დან ფილ­მის კოპ­რო­დუქ­ცი­ა­ში ჩა­დეს სა­კუ­თარ ქვეყ­ნებ­ში მო­ძი­ე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი. კომ­პა­ნი­ის დრო­ის და რე­სურ­სის შე­ნა­ტანს მიღ­მა, ქარ­თულ­მა კომ­პა­ნი­ამ - 1991 Productions-მა ლე­ვან აკი­ნის ფილ­მის წარ­მო­ე­ბა­ში ფუ­ლა­დი წვლი­ლის შე­ტა­ნა შეძ­ლო სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტოს “აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლოს” პროგ­რა­მის “გა­და­ი­ღე სა­ქარ­თვე­ლო­ში” და­ფი­ნან­სე­ბით.

სა­ქარ­თვე­ლოს რამ­დე­ნი­მე მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა ცრუ ინ­ფორ­მა­ცია კომ­პა­ნია 1991 Productions-ის და ფილ­მის "გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე” და­ფი­ნან­სე­ბის წყა­როს­თან და­კავ­ში­რე­ბით. კომ­პა­ნია 1991 Productions-ის კი­ნო­წარ­მო­ე­ბა არას­დროს და­უ­ფი­ნან­სე­ბია მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს ან მის მიერ და­ფუძ­ნე­ბულ რო­მე­ლი­მე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას.

თავს ვალ­დე­ბუ­ლად ვგრძნობთ, ჩა­მოვ­თვა­ლოთ, პარტნი­ო­რე­ბი რო­მელ­თა ფი­ნან­სუ­რი კონ­ტრი­ბუ­ცი­ი­თაც შე­იქ­მნა ეს ფილ­მი:

ევ­რო­საბ­ჭოს კულ­ტუ­რის ფონ­დი ევ­რი­მა­ჟი, შვე­დე­თის კი­ნო­ინ­სტი­ტუ­ტი, შვე­დე­თის ტე­ლე­ვი­ზია SVT, Nordisk კინო და ტე­ლე­ვი­ზი­ის ფონ­დი, RMV Film, და­ნი­ის კი­ნო­ინ­სტი­ტუ­ტი, DR და­ნი­ის მა­უ­წყე­ბე­ლი,ფრან­გუ­ლი კი­ნო­ფონ­დი Aide aux cinémas du monde, აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში - პროგ­რა­მა "გა­და­ი­ღე სა­ქარ­თვე­ლო­ში”.1991 Productions 2017 წელს და­ფუძ­ნე­ბუ­ლი საპ­რო­დი­უ­სე­რო კომ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც ევ­რო­პუ­ლი კოპ­რო­დუქ­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით, ავი­თა­რებს და აფი­ნან­სებს ნი­ჭი­ე­რი რე­ჟი­სო­რე­ბის მხატ­ვრულ და დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მებს.1991 Productions-ის უახ­ლე­სი ფილ­მე­ბია: დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი - “ღი­მი­ლი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო”, რე­ჟი­სო­რი - ლუკა ბე­რა­ძე. მსოფ­ლიო პრე­მი­ე­რა 2023 წლის კარ­ლო­ვი ვა­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე გა­ი­მარ­თა.დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი - “დი­დე­ბა დე­დო­ფალს”, რე­ჟი­სო­რე­ბი - თა­თია სხირტლა­ძე და ანა ხა­ზა­რა­ძე, (კოპ­რო­დუქ­ცია: ავ­სტრია, სერ­ბე­თი). ფილ­მი იხი­ლეს 25-ზე მეტ ფეს­ტი­ვალ­ზე მსოფ­ლიო მას­შტა­ბით. 2021 წელს, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­იმ­სა­ხუ­რა თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის ჯილ­დო - ოქ­როს პრო­მე­თე", - ვკი­თხუ­ლობთ გან­ცახ­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, წარ­მო­შო­ბით ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რის - ლე­ვან აკი­ნის ფილმმა "გზაჯ­ვა­რე­დი­ნი” (“Crossing”) "ბერ­ლი­ნა­ლეს” პა­ნო­რა­მის სექ­ცი­ის ჟი­უ­რის პრი­ზი "სა­უ­კე­თე­სო სამ­სა­ხი­ო­ბო გუნ­დის­თვის” (Teddy Jury Award: Ensemble Cast) მო­ი­პო­ვა. წლე­ვან­დე­ლი "ბერ­ლი­ნა­ლეს” პა­ნო­რა­მის სექ­ცია სწო­რედ აკი­ნის ნა­მუ­შევ­რით გა­იხ­სნა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა