თეგებით ძიება
13. 03. 2024 ვიდეო

"მეოთხე დღეა შოკიდან ვერ გმოვსულვარ...“ - რას ჰყვება კაცი, რომელსაც უცნობმა ადამიანმა 10 000 ლარი ჩაურიცხა (ვიდეო)

ახალგაზრდა ფერმერი, ნიკა ბაგალიშვილია, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტში, წნორში ბიომეურნეობას წარმატებით უძღვება სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს.

როგორც ნიკა ჰყვება, რამდენიმე დღის წინ მის ცხოვრებაში დაუჯერებელი ამბავი მოხდა, მისთვის უცნობმა ადამიანმა ბაგალიშვილს 10 000 ლარი ჩაურიცხა.

თითქმის 3 წელია ნიკას დიდი სურვილია მეურნებაში კაფე ააშენოს, რისთვისაც დიდი თანხაა საჭირო. ახალგაზრდა ფერმერმა დაფინანსება ვერ მოიპოვა, თითქმის აღარ სჯეროდა რომ ამ სურვილს სისრულეში მოიყვანდა, თუმცა კეთილი ადამიანის დახმარებით, მშენებლობის დასაწყებად საჭირო თანხა უკვე აქვს. სამშენებლო მასალებიც უკვე შეიძინა და რამდენიმე დღეში მშენებლობას შეუდგება, თუმცა კაფის სრულად მოწყობისთვის ნიკას დაახლოებით, კიდევ 30 000 ლარი დასჭირდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა