„თუ ბინას მოვიგებთ, საერთო შვილიც გვეყოლება...“ - ნიკო და სალომე
რეალითი შოუს ყოფილი მონაწილეები, ნიკოლოზ ქართველი და სალომე უშხვანი სამ შვილს ზრდის. როგორც წყვილმა გიორგი ნაზღაიძის გადაცემაში სტუმრობისას თქვა, საერთო შვილზე ფიქრობს, თუმცა, აფერხებთ ფაქტი, რომ საკუთარი ბინა არ აქვთ.
„პრაიმ ჰაუსში“ ისეთი კარგი შემოთავაზება მივიღეთ, რომ შესაძლოა, 3 ბავშვით, ქირას თავი დავაღწიოთ. ამ ეტაპზე, რაც გვჭირდება, ბინაა. საერთო შვილის ყოლა გვინდა, მაგრამ ასე რთულია. შეიძლება, ბევრს ეგონოს, რომ ყველაფერი კარგადაა, კი, ვცდილობთ მაქსიმალურად, მაგრამ... დიდი პრობლემაა, ქირაში ფულის ხდა. თუ ბინას მოვიგებთ, საერთო შვილიც გვეყოლება,“ - ამბობს წყვილი.