თეგებით ძიება

იმედია, ყველა რისკი კარგად გათვალეს - სააკაშვილი მელია გვარამიას ტანდემზე

დიდი ბიჭები [ნიკა გვარამია, ნიკა მელია] არიან და იმედია, ყველა რისკი კარგად გათვალეს,- ამის შესახებ პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფორმულასთან“ ინტერვიუში განაცხადა. 

„ნიკა გვარამია, ისევე როგორც ნიკა მელია ჩემი მეგობრები არიან. მე და ნიკა გვარამიას ბევრი სხვა საერთო თემა გვაქვს, პარტიების გარდა. ისინი დიდი ბიჭები არიან და იმედია, ყველა რისკი კარგად გათვალეს. ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში, ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ ფიქრობს, როგორ აისახება ახალი პარტიის შექმნა ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველზე, სააკაშვილი პასუხობს: 

„ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი მაღალი ინტელექტით გამოირჩევა და ნამდვილად იცის, თუ რომელ პარტიაში ვარ მე და სად არის იმ ფასეულობების ყველაზე ზუსტი გამოხატულება, რომელსაც უკვე თაობებმა მიუძღვნეს თავისი სიცოცხლე. ჩვენი მტერი არის ოლიგარქი, სიღარიბე, უპერსპექტივობა, ქვეყნის დაცარიელება".


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა