თეგებით ძიება

"თანხა იხარჯება არა მოსწავლეების განათლებაზე, არამედ ქართული ოცნების ადმინისტრაციული რესურსის - არაკვალიფიციური მასწავლებლების შენახვაზე..." - ჩერგოლეიშვილი

 ევროპული საქართველოს წევრი და ტაბულას დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სტატუს აქვეყნებს და განათლების სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით თავის ხედვებს გვიზიარებს:

"დაახლოებით 2 მილიარდი იხარჯება ბიუჯეტიდან ზოგად განათლებაზე

 (1.6 მილიარდია სკოლა და სკოლამდელი (ეს ძალიან მცირე ნაწილია), მაგრამ სხვა თანხებიც მიემართება.

მოსწავლე 630k , აქედან 60k - კერძო სკოლა). 

სინამდვილეში, ეს თანხა იხარჯება არა მოსწავლეების განათლებაზე, არამედ ქართული ოცნების ადმინისტრაციული რესურსის - არაკვალიფიციური მასწავლებლების შენახვაზე რომლებსაც ტროლებად და მარშრუტკებით უცნობის აქციებზე სატარებელ საქონლად იყენებენ.

(80 პროცენტი გამოცდას ვერ აბარებს საკუთარ საგანში და სისტემაში რჩება იმიტომ რომ რეჟიმის ოპონენტებს ფეისბუქზე თავდაუზოგავად ლანძღავს). 

ევროპული საქართველო სკოლების დაფინანსების მოდელს ცვლის. 

ტოტალურად ვაუჩერულ სისტემაზე გადადის - თითო მოსწავლეს წლიურად 3000 ლარი , ხოლო შემდეგ, 4000 ლარი შეხვდება. 

ამ თანხად, ბავშვს შეეძლება ნებისმიერ სკოლაში წასვლა (კერძოშიც და საჯაროშიც). 

სკოლის დაფინანსება დამოკიდებული გახდება მოსწავლის ოჯახებზე - ისინი უნდა მოხიბლოს სკოლამ, და

არა რეჟიმი.

წლიური 3000 და შემდეგ 4000 ათასი ლარი, საკმარისი იქნება კვებაზეც, თუ მშობლის პრიორიტეტი კვებაა.  

სკოლებს ვალდებულებების (ეროვნული სასწავლო გეგმა) ფარგლებში სრული ავტონომიას ეძლევათ ერთმანეთთან კონკურენციაში შევიდნენ და ხარისხი გაზარდონ.

კონკურენციის გარეშე განათლების ხარისხი ვერ გაიზრდება - კონკურენციაა სწორედ ის უებარი აპლიკაცია, რამაც დასავლური ხარისხი საუკეთესოდ აქცია. 

ჩვენ უხარისხო სკოლებში მოხარშულ უფასო ბალანდას არ გპირდებით თქვენი შვილებისთვის.

ჩვენ გპირდებით კერძო სკოლის ხარისხის განათლებას წელიწადში ჯერ 3, შემდეგ 4 ათას ლარად.

ცხადია დარჩება სკოლები და რეგიონები, სადაც არასაკმარისი მოსწავლეა კონკურენციის გასაჩაღებლად - ასეთ სკოლებში სახელმწიფო - კერძო პარტნიორობის წახალისება მოხდება. 

კერძო სექტორს გავუჩენთ მიზეზებს, რომ დოტაციური სკოლები სიხარულით შეინახონ და ამუშავონ ხარისხიანად.

ეს ჩვენი ზოგადი განათლების რეფორმის მხოლოდ ერთი ნაწილია. 

ჩვენ ხარისხიან განათლებას გავხდით ხელმისაწვდომს მათთვისაც, ვისაც კერძო სკოლის ფული არ გააჩნია."


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა