თეგებით ძიება
28. 03. 2024 მსოფლიო

მაკრონი ჩვენი მოკავშირეა, მაგრამ აშშ არ აპირებს ჯარების გაგზავნას უკრაინაში - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს.

მანამდე ებ სააგენტო Bloomberg-მა ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებებმა უკრაინაში დასავლური ჯარების შესაძლო გაგზავნის შესახებ გააბრაზა ამერიკელი ოფიციალური პირები, რომლებიც შიშობენ, რომ ამგვარმა ნაბიჯმა შეიძლება გამოიწვიოს რუსეთთან დაპირისპირება.

„ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ შეერთებული შტატები არ აპირებს უკრაინაში ჯარების გაგზავნას. პრეზიდენტი მაკრონი შეერთებული შტატების დიდი ხნის მოკავშირის ხელმძღვანელია და ჩვენ მასთან ერთად ნაყოფიერად ვმუშაობთ რიგ საკითხებზე, მათ შორის უკრაინის მხარდაჭერაზე“, - აღნიშნა მეთიუ მილერმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა