სომხეთის პარლამენტი ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხზე საპარლამენტო მოსმენებს გამართავს
სომხეთის პარლამენტი ქვეყნის ევროინტეგრაციის პერსპექტივებისა და გამოწვევების საკითხებთან დაკავშირებით საპარლამენტო მოსმენებს გამართავს, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე სომხეთის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის მუდმივმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო მოსმენები 4 აპრილს გაიმართება.
სომხეთის საკანონმდებლო ორგანოში განიხილავენ თემას : „სომხეთის ევროინტეგრაციის ახალი პერსპექტივები და გამოწვევები“.