თეგებით ძიება

სალომე ზურაბიშვილი - უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს აქვთ უფლება, თუ ქალაქში 50-ზე მეტი პირი ცხოვრობს, საარჩევნო უბნის გახსნა მოითხოვონ

კანონი არსებობს, უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს აქვთ უფლება, რომ თუ არიან საკონსულო აღრიცხვაზე და 50 ადამიანზე მეტი ცხოვრობს ერთ ქალაქში, საარჩევნო უბნის გახსნა მოითხოვონ - მეორე მხრივ, პარლამენტში, საგარეო საქმეთა მინისტრი და ბევრი სხვა, ოფიციალურად აცხადებს, რომ „არა, ვერ და არ შევასრულებთ ამ კანონს“ - ხან რესურსები არ გვაქვს, ხან ყოველ „პადიეზდში“ არ გავხსნითო. ჩემთვის გაუგებარი ტერმინებია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარესთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის მხრიდან „არანაირი პასუხი არ არის გაცემული, რა შეიძლება, რომ გაკეთდეს“ იმისათვის, რომ მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებში, უცხოეთში მყოფმა ქართველებმაც მიიღონ მონაწილეობა.

„კანონი არსებობს, უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს აქვთ უფლება, რომ თუ არიან საკონსულო აღრიცხვაზე და 50 ადამიანზე მეტი ცხოვრობს ერთ ქალაქში, მოითხოვონ და მიიღონ საშუალება, რომ საარჩევნო უბანი გაიხსნას. კანონი არსებობს, მაგრამ მეორე მხრივ, პარლამენტში, საგარეო საქმეთა მინისტრი და ბევრი სხვა, ოფიციალურად აცხადებს, რომ „არა, ვერ და არ შევასრულებთ ამ კანონს“. იმას კი არ გვეუბნებიან, რომ ნაწილობრივ მაინც, რამდენი უბანიც შესაძლებელი იქნება, იმდენს გავხსნით. კატეგორიულად არის გაცხადებული, რომ "არა, შეუძლებელია", ხან "რესურსები არ გვაქვს", ხან "ყოველ „პადიეზდში“ არ გავხსნითო". ჩემთვის გაუგებარი ტერმინებია. არანაირი პასუხი არ არის გაცემული, რა შეიძლება, რომ გაკეთდეს.

კიდევ ერთი მიზეზი, რაც გამოყენებულია, არის ის, რომ ეს მოითხოვს პროცედურების ჩატარებას უცხო ქვეყნებთან, რაც მართალია იმისთვის, რომ საკონსულომ სხვადასხვა ქალაქში, მის დაქვემდებარებაში სივრცეები გახსნას, რომლებიც უბნის გახსნისთვის იქნება გამოყენებული. თუმცა ეს სრულად შესაძლებელია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა