თეგებით ძიება

"პუტინს იმედი აქვს, რომ დასავლეთი უკრაინას დახმარების გარეშე დატოვებს“ - ლოიდ ოსტინი

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს იმედი აქვს, რომ დასავლელი პარტნიორები კიევს მიატოვებენ - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა. 

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოება იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მტკიცედ აქვს შტატებს განზრახული უკრაინის დახმარება. 

"ამ მოუსვენარ დროებაში ჩვენი უსაფრთხოება ამერიკის მტკიცე გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. პუტინი ფსონს იმაზე დებს, რომ შეერთებული შტატების პოზიციები შეირყევა და ის, უკრაინას სასიკვდილო გასაჭირში მიატოვებს. თუ კრემლი უკრაინაში გაიმარჯვებს, ეს მთელს მსოფლიოში შეაგულიანებს პოტენციურ აგრესორებს. თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, შტატები ნაკლებად უსაფრთხო იქნება“, - განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში გამართულ მოსმენაზე.

როგორც ოსტინი აღნიშნავს, ჩინეთი და სხვა ქვეყნები აკვირდებიან უკრაინის გარშემო არსებულ ვითარებას, რუსეთის ქმედებებს და აშშ-ს რეაქციას. მისივე თქმით, ამერიკის უმოქმედობა საფრთხეს უქმნის თავისუფალ სამყაროს და „წარმოუდგენლად დიდი ხარჯების შექმნის რისკს აჩენს“. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა