თეგებით ძიება
16. 04. 2024 მსოფლიო

თეირანის წინააღმდეგ ნებისმიერ აგრესიას გამანადგურებელი პასუხი მოჰყვება - ირანელი გენერალი

ირანის წინააღმდეგ ნებისმიერ აგრესიას გამანადგურებელი პასუხი მოჰყვება, - ამის შესახებ ირანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა, ბრიგადის გენერალმა აბოლფაზლ შეკარჩიმ განაცხადა.

მან მოუწოდა აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და გერმანიას, „შეწყვიტონ სიონისტური რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებების ადვოკატირება“.

„მოვუწოდებთ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს, შეწყვიტონ ბავშვების მკვლელი ტერორისტული რეჟიმის მხარდაჭერა. თუ ისრაელის აგრესიული ქმედებები გაგრძელდება, პასუხი კიდევ უფრო ძლიერი იქნება“, - აღნიშნა ირანელმა გენერალმა.

ირანმა შაბათს ისრაელის მიმართულებით ათობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. რაკეტების უმეტესობა საჰაერო თავდაცვის სისტემის მეშვეობით ჩამოაგდეს, ძირითადად ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ. მთლიანობაში ირანმა ისრაელის მიმართულებით 300-მდე დრონი, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა