თეგებით ძიება

მოძრაობა 2 თვით შეიზღუდება - ნახეთ, რომელ ქუჩაზე ვერ გადაადგილდებით

თბილისის მერიის ინფორმაციით, საგზაო სამუშაოების გამო, პლატონ იოსელიანის ქუჩაზე 29 ივლისის 10:00 საათიდან ტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

საგზაო სამუშაოები ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

“საბურთალოს რაიონის გამგეობა პ. იოსელიანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოებს იწყებს. პროექტის ფარგლებში, 2 900 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.

დაგეგმილი სამუშაოების გამო, 29 ივლისის 10:00 საათიდან პ. იოსელიანის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდება. ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელი იქნება პარალელური – ნასიძის, ბალანჩივაძისა და ჩაილურის ქუჩების მეშვეობით.

პ. იოსელიანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება,” – წერია განცხადებაში. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა