თეგებით ძიება
27. 07. 2024 სპორტი

გიორგი სარდალაშვილი მეოთხედფინალშია

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ძიუდოისტთა ტურნირი დაიწყო, სადაც მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) თავის სადებიუტო ოლიმპიადაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ქართველმა ძიუდოისტმა 60 კგ წონით კატეგორიაში მერვედფინალური ბარიერი დაძლია და მეოთხედფიანლშია.

სარდალაშვილი მერვედფინალში ისრაელის წარმომადგენელ იამ ვოლჩაკს შეხვდა, რომელსაც ვაზარით ამარცხებდა, ხოლო შემდეგ აკრძალული ილეთის გამო ვოლჩაკი ბრძოლიდან ჩახსნეს და გიორგი, რომელიც მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონია, მეოთხედფინალში გავიდა და ბრძოლას აგრძელებს.

მეოთხედფინალში სარდალაშვილი თურქ სალიჰ ილდიზს დაუპირისპირდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა