თეგებით ძიება

ყველა პოზიტიური მოვლენა, რაც ქართველის და საქართველოს წარმატებას ქმნიდა, უკავშირდება დასავლეთს, ევროკავშირს და შეერთებულ შტატებს - ოთო აბესაძე

ეკონომისტი ოთო აბესაძე ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება:

ყველა პოზიტიური მოვლენა რაც ქართველის და საქართველოს წარმატებას ქმნიდა უკავშირდება დასავლეთს, ევროკავშირს და შეერთებულ შტატებს.   

 ყველა გაგვაბედნიერა საქართველოს ეროვნული ნაკრების ტრიუმფმა. გადახედეთ ჩვენი ბიჭები სად თამაშობენ? ევროპაში  ქოჩორა, კვარა, მამარდა, ბუდუ, ჩაკვე… უკლებლივ ყველა. მწვრთნელიც ევროპელი გვყავს სანიოლი.  ასევე ჩვენი ვეტერანი ფეხბურთელები სად გახდნენ ვარსკვლავები? კალა, შოთი, კობი, ქეცბა, ქინქლაძე? სად და ევროპაში  

 ჩვენი მებრძოლები. სად მოიპოვეს საყოველთაო აღიარება და გააოცეს მსოფლიო UFC - ს რინგზე? აშშ - ში.  

 ჩვენი კალათბურთის ლეგენდა ზაზა ფაჩულია. სად მოიპოვა საკალათბურთო ტურნირის NBA ოქროს ბეჭდები? აშშ - ში  

 სპორტს რომ დავანებოთ თავი, სად არის მსოფლიში წამყვანი საგანმანათლებლო სივრცეები და უნივერსიტეტები? ევროპასა და აშშ - ში.   

 ვინ მოგვცა საშუალება, რომ ჩვენს სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს erasmus და erasmus + ის პროექტების სრულად უფასოდ გაცვლითი პროექტები გამოეყენებინათ? ევროკავშირმა  

 ვინ შექმნა და სრულად დააფინანსა ქართველი ახალგაზრდებისთვის და არამარტო ახალგაზრდებისთვის flex, susi, open world, ugrad, btl, pfp, muskie, ben franklin, fulbright და ა.შ პროექტები, რის მეშვეობითაც განათლება მიიღეს (მათშორის მეც) და კვალიფიკაცია აიმაღლეს ქართველებმა ? აშშ - მ  

 ეხლა რომ სქროლავთ FB, ს და Instagram - ს, youtube - ს სად შეიქმნა ეს ყველაფერი?  

 სად შეიქმნა თქვენთვის საკულტო ავტომობილები?  Iphone?   

 სად იქმნება მსოფლიოში გამორჩეული სამოსი, სადაც ქართველმა დემნა გვასალიამ მსოფლიო აალაპარაკა? დიახ   

 ამ ყველაფრის ფონზე გახსენდებათ ერთი, ხაზს ვუსვამ ერთი სიკეთე რაც რუსეთმა გაუკეთა საქართველოს ან შექმნა სასარგებლო რამ კაცობრიობისთვის? მე ესეთი არ მახსენდება  

 ნუ გადავაქცევთ მეგობრებს მტრად  ევროპა ჩვენი ოჯახია  აშშ - ჩვენი საუკეთესო მეგობარია რუსეთი მტერია 

ოჯახის წევრებს და მეგობრებს უსმენენ  მტრებს ზურგს აქცევენ და ებრძვიან  

საქართველოს მომავალი უპირობოდ ევროპაშია .

ზღაპრის ბოლო კეთილია - წერს ოთო აბესაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა