თეგებით ძიება

საქართველო გადასარჩენია - ზაზა სარალიძემ შიმშილობა დაიწყო

ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამა ზაზა სარალიძე რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებს უერთდება - შვილმოკლული მამა „მთავარი არხის“ ეთერში ამბობს, რომ "საქართველო გადასარჩენია". 

"გუშინ მე ვიყავი აქ აქციაზე, მთავარის გამოსვლის დროს, ბიძინას გამოსვლის დროს მოვედი. მე რასაც შევხედე, ეს ხალხი არის სუყველა გადასარჩენი, გუშინ ვინც იყო აქციაზე , ეს ხალხი არის ჩვენი გადასარჩენი, მე მივმართე უკიდურეს ზომას, უნდა ვიშიმშილო სანამ ამ კანონს არ გაიწვევენ უკან. გუშინდლიდან დავიწყე ეს პროცესი და სანამ ამ კანონს არ გაიწვევენ უკან და ქართველი ადამიანის ღირსება არ იქნება იმ დონეზე აყვანილი, რა დონეზეც უნდა იყოს აყვანილი და არ უნდა იყოს დაჩაგრულ არავინ, არც ქალი არც კაცი, არც ორიენტაციაშეცვლილი,  თუ ეს გაინტერესებთ ჩემო ქართველებო, არავინ არ უნდა იყოს, ჩვენ თუ გვინდა დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველო, ჩვენ უნდა ვიყოთ ყველას ქომაგი. ყველა ავადმყოფის, ყველა ჯანმრთელის, ყველა პოლიციელის, ყველა ექიმის, მითუმეტეს თავისუფალი სიტყვის, რომელსაც ემსახურება დღევანდელი ე.წ. ენჯეოსექტორი და თავისუფალი მედია. თავისუფალი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები რომ არ ყოფილიყო დღეს ჩემი შვილის მკვლელები გარეთ იქნებოდნენ და სამართალი ვერ იქნებოდა აღსრულებული. დღეს სარალიძის ბრძოლა მაინც გრძელდება არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით რომელსაც ეწოდება ადამიანის უფლებათა ცენტრი და ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ, თუ აქედან ცოცხალი წავედი " ამბობს ზაზა სარალიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა