„გუშინ აქციის დასრულების შემდეგ, ერთმა დარბაისელმა ბაბუამ გამაჩერა... გაოგნებული ვიყავი როდესაც ეს კაცი მელაპარაკებოდა“ - რას წერს დიტო სამხარაძე?
„ქართული ოცნების“ დეპუტატი, დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს:
„გუშინ აქციის დასრულების შემდეგ, როდესაც ხალხში გავედი მადლობის სათქმელად, ერთმა უხუცესმა, დარბაისელმა იმერელმა ბაბუამ გამაჩერა! 80 წელს გადავაცილე ბაბუო, 6 ბიჭის მამა, 20 შვილიშვილის და 8 შვილთაშვილის პატრონი ვარო! არასდროს პოლიტიკური პარტიის აქციაზე არ ვყოფილვარ, დღეს აქ რომ არ ჩამოვსულიყავი, ჩემს კაცობას ვუღალატებდიო! ერისკაცი, ბიძინა ივანიშვილი გყავთ ბაბუ გუნდის სათავეში, და ბოლომდე უერთგულეთ ღმერთთან და ერთან მართალი რომ იყოთო! პირადად კაცი არ მიცნობს და აბა ახლა ჩამოგითვლი ჩემი და ჩემი ოჯახისთვის რაც გააკეთაო! კომუნისტებმა ეკლესია დაგვინგრიეს სოფელში, ბიძინამ აღვიდგინა და ამ ეკლესიაში ჩემი 20-დან 12 შვილიშვილი და 8 შვილთაშვილი მოინათლაო! საქართველო-რუსეთის ომში უმცროსი შვილი დამეღუპა, ბიძინამ ყველა ხარჯი გაიღო და საფლავთან პატარა სალოცავიც აგვიშენა, დააფინანსაო! ჩემი ცოლი, ონკოპაციენტი იყო და ბატონი ბიძინას დახმარებით დღემდე ცოცხალიაო! მშვიდობა გვაქვს ბაბუ ქვეყანაში, როგორც ომში დაღუპული ჯარისკაცის მამა გეუბნები და ეს მშვიდობა ბიძინას დამსახურებააო! დღეს შემოსავალი რაც მე და ჩემს შვილებს გვაქვს, აწარმოე საქართველოდან მიღებული დახმარებით გვაქვს ბაბუ და მთელ სოფელს ვეხმარებით და მეწარმეების დახმარება, გვერდში დგომა, დაფინანსება ბიძინას დამსახურება არისო! 4000 ჰექტარი მიწა, 30 წელია ჩვენს მუნიციპალიტეტში კომუნისტების მმართველობის შემდეგ არ დახნულა, ბატონი ბიძინას დავალებით, ხვნა-თესვის პროგრამით დღეს მთელი სოფელი ხეირს იღებს, დაპურებულიაო! ხოდა ბაბუ მე და ჩემი ოჯახი დღეს სახლში უნდა დავრჩენილიყავით და აქ არ ვყოფილიყავითო? ახლა რაც ჩამოგითვალე, ესეც რომ არ გაეკეთებინა, და მარტო ცისფერების პროპაგანდას რომ კრძალავს და ეკლესიას იცავს მაგის გამო მოვიდოდითო‼️ გაოგნებული ვიყავი როდესაც ეს კაცი მელაპარაკებოდა, თან ისეთ მუხტს მაძლევდა რომ გუშინდელი დღე, ასეთი პატრიოტი ქართველების შესაკრებად მართლა ღირდა. იხარეთ, მამული, ენა, სარწმუნოება“.