თეგებით ძიება
30. 04. 2024 მსოფლიო

რუსეთი დღეს უფრო სწრაფად აწარმოებს იარაღს, ვიდრე ოდესმე თავის თანამედროვე ისტორიაში - ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ გასული წლის განმავლობაში, რუსეთმა ისწავლა ახალი იარაღის წარმოება ისე სწრაფად, როგორც არასდროს.

„თუ გადავხედავთ, რა გააკეთა რუსეთმა გასულ წელს საბრძოლო მასალის, რაკეტების, ტანკებისა და ჯავშანტექნიკის წარმოების თვალსაზრისით, უფრო სწრაფი ტემპით აწარმოებდა, ვიდრე ნებისმიერ დროს მის თანამედროვე ისტორიაში, მათ შორის ცივი ომის დროს. როგორ შეძლო ამის გაკეთება? ის იღებს ჩარხებს, მიკროელექტრონიკას, ოპტიკას, ძირითადად ჩინეთიდან", - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა