თეგებით ძიება

როდესაც ავტორირტარიზმთან და დიქტატთან გვაქვს საქმე, ყველა, ვინც ამას ეწინააღმდეგება, დემოკრატის როლში გამოდის - არჩილ გამზარდია

„ამ მავნებლურ კანონპროექტს სხვაგვარად "ქოცნების გავლენის ქვეშ მოსაქცევი" კანონპროექტი შეგვიძლია ვუწოდოთ, რადგან მთელი მიზანი ამ კანონისა იმათი დევნა ან საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევაა, ვინც დღეს ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად ახერხებს არსებობას“ - ასე გამოეხმაურა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში შემობრუნებას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი, ანალიტიკოსი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი არჩილ გამზარდია და სტუდენტებს დაპირდა, რომ აქციაზე გატარებულ საათებს ლექციაზე დასწრებად ჩაუთვლიდა. 

ჩემი შეფასების ლოგიკა ამოდის ხელისუფლების ძალაუფლების შეფასებიდან, რომელიც მიმაჩნია, რომ არის ავტორიტარული მართვის მოდელზე აგებული სახელმწიფოს მართვა - ასე განმარტა TIA.GE -თან საკუთარი პოზიცია არჩილ გამზარდიამ და აქციაზე საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელი პირების ყოფნასთან დაკავშირებითაც თავისი მოსაზრება გაგვიზიარა.  

- უპირველეს ყოვლისა, ჩემი შეფასების ლოგიკა ამოდის ხელისუფლების ძალაუფლების შეფასებიდან, რომელიც მიმაჩნია, რომ არის ავტორიტარული მართვის მოდელზე აგებული სახელმწიფოს მართვა. ამ შემთხვევაში, რბილი ავტორიტარიზმის. როდესაც ჩნდება კითხვა - რატომ ახლა, რა დროს ეს იყო ან რამდენად მომგებიანია, ჩემი ლოგიკა ექვემდებარება პრინციპს - როგორ ვითარდება ავტორიტარული მმართველობა მსგავსი ტიპის სახელმწიფოებში. ავტორიტარიზმი თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი სუბიექტები: პროფესიული ასოციაციები, მედია, არასამთავრობო სექტორი, ზოგ შემთხვევაში ბიზნეს-სივრცეები, რომლებიც ნაკლებად არიან სახელისუფლებო გადაწყვეტილებებზე დაფუძნებული და ა.შ. ნაკლებად არსებობდნენ. ავტრიტარიზმს სჭირდება, რომ ყველაფერი მასზე იყოს ორიენტირებული, ამიტომ ოპონენტი ან ისეთი დამოუკიდებელი სივრცეები, როგორიც არის მედიასივრცე, არასამთავრობო სექტორი და ა.შ. არ უნდა იყოს. ხერხი, რომელზეც აქ არის ლაპარაკი, რომ ხელისუფლებისთვის ზედმეტად ხელმისაწვდომი გახდეს არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა, გულისხმობს რომ ერთ მხრივ, ფინანსები მათთვის ხელმისაწვდომი იყოს იმ კუთხით, რომ მათთვის დაშვებული, მისაღები სუბიექტები ფლობდნენ ამ რესურსებს და სახელმწიფო განაგებდეს ამ პროცესს. ეს არის ავტორიტარიზმის ბუნება, რომელზეც არის ეს პროცესები გათვლილი. ამიტომ პირადად ჩემმთვის ეს გასაკვირი არ არის, არც შარშან იყო და არც უფრო ადრე, როდესაც მისი ავტორიტარიზმის გაძლიერების პირველი ნიშნები გაჩნდა. ვნახეთ დისკრედტაციის ხერხებიც, იმიტომ, რომ ბოლომდე დისკრედიტებულს ეფექტი ნაკლები ექნება და დამოუკიდებელ სუბიექტებთან მიმართებაში ხშირად ამ დისკრედიტაციურ ომებს ვხედავდით. დისკრედიტაციური კამპანიების მიუხედავად, ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი ავტორიტეტი ჰქონდათ იმ ორგანიზაციებში, საერთაშორისო ურთიერთობებში და ა.შ. ამიტომ ახლა უფრო მკაცრი, უფრო ხისტი ხელის ჩართვა გახდა საჭირო იმისთვის, რომ ხელისუფლებას, ძალაუფლებას, ავტორტარს ეს დისკომფორტიც  მოეხსნას. 

- იმ პოლიტიკური ძალის აქციაზე ყოფნას როგორ შეაფასებთ, რომელსაც საპროტესტო აქციების დაშლის შემდეგ რუსთაველის გამზირზე სახანძრო მანქანები გაჰყავდა სისხლის გადასარეცხად...

- ეს მორალური კატეგორია უფროა, რადგან სამართლებრივ დონეზე მათ ამის უფლება გააჩნიათ. ნებისმიერ მათგანს შეუძლია, რომ კვლავ პოლიტიკურად აქტიური პირი იყოს. როცა 12-წლიან და პერსპექტივაში, ლამის უკვე 16 წლიან მმართველობას ოპონენტად ევლინება, ნებისმიერი ქმედება თავისი არსით დემოკრატიული ფაქტორია, იმიტომ, რომ ცვლილების გარეშე, შეუზღუდავ ძალაუფლებას რაც ეწინააღმდეგება, ის ხელს უშლის ამგვარ დიქტატსა და ავტორიტარიზმს. ეს ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს, მათი შეიძლება ნებისმიერი ადამიანი დადებით როლში აღმოჩნდეს იმის მიუხედავად, რომ შეიძლება ეს სულაც არ იყოს მისი მახასიათებელი. დემოკრატიულ ქვეყნებში ამის პრობლემა ნაკლებადაა, იმიტომ, რომ იქ მორალურ-ეთიკური კატეგორიებით მსჯელობენ, ჩვენთან კი მთავარი პრობლემა 12-წლიანი, შეუზღუდავი, დაუბალანსებელი მმართველობაა. პრაქტიკულად, მმართველი სუბიექტის გარდა, ყველა გადაწყვეტილების მიღმა სუბიექტია, როდესაც დემოკრატიულ სახელმწიფოებში პირიქითაა - რაც შეიძლება მეტი ძალაა ჩართული სახელისუფლებო გადაწყვეტილებებში. თუნდაც შეერთებულ შტატებში იქ ორი პოლიტიკური მოსისხლე მტერია: რესპუბლიკელები და დემოკრატები, მაგრამ დემოკრატები რესპუბლიკელების გადაწყვეტიებებზე დამოკიდებულები არიან და პირიქით. ეს ბალანსი სისტემურად არის შექმნილი. ჩვენს შემთხვევაში, როდესაც ავტორირტარიზმთან და დიქტატთან გვაქვს საქმე, ყველა, ვინც ამას ეწინააღმდეგება, დემოკრატის როლში გამოდის. სხვა სახელმწიფო რომ იყოს და ავტორიტარიზმის მმართველობა რომ არ გვქონდეს, მაშინ ასე არ იქნებოდა. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში კანდიდატებს იმასაც კი უკონტროლებდნენ რამდენად ეთიკურად ცხოვრობდა, ვიეტნამის ომში იბრძოდა თუ არა, პირად ცხოვრებაში რამდენად ერთგულიიყო და ა.შ. მაგრამ ჩვენ ჯერ ამ ეტაპამდე ვერ მივედით. ასე, რომ ეწინააღმდეგება ავტორიტარიზმს და დიქტატს? დემოკრატის როლში გამოდის და ეს არის მთავარი პრობლემა. 

- დანარჩენ პრობლემებზე რას გვეტყვით?

- დანარჩენი, არჩევნები მეტ-ნაკლებად ნორმალურად რომ ტარდებოდეს, ამომრჩეველი, როგორც მომხმარებელი იღებს გადაწყვეტილებას და ის არკვევს ვის მისცეს ხმა და ვის არა, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ესეც პრობლემაა, იმიტომ, რომ არჩევნების პროცესი შედარებით მშვიდი და ტექნიკურად გამართული გახდა, მაგრამ საერთო ჯამში არ გამოხატავს პოლიტიკური ძალის ლეგიტიმაციას. მაგალითად, 2016 წელს ჩვენი სარჩევნო კოდექსის და სხვა ფაქტორების გამო, ქართული ოცნება ამომრჩევლების მესამედზე ნაკლებით საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდა. ეს ხომ ელემენტალური არითმეტიკითაც შეუძლებელია, რომ ხმას მხოლოდ მესამედი გაძლევდეს და შენ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოდიოდე. ეს ჩვენთან არჩევნებს სამართლიან ლეგიტიმაციას აძლევს, მაგრამ ჩემი გადასახედიდან მორალურ ლეგიტიმაციას არ აძლევს. თავი და თავი ამ ყველაფრის არის ნეგატიური გარემო ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ძალაუფალის გარდა, ყველას მსხვერპლად აქცევს და ხშირად იმ ძალაუფლებასაც მსხვერპლად აქცევს თუნდაც დიდი ხნის მერე. აი ეს არის ის, რაც ჩემთვის ამ პროცესს ახსნადს ხდის. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა