თეგებით ძიება

"ბიძინას ასლანიზაცია შედგა. ამას ასლანზე მწარე პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენი მოჰყვება" - ბერძენიშვილი

რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სტატუს აქვეყნებს და ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ გამოსვლას ეხმაურება კონტრაქციაზე.

"ამ დილით ვნახე ივანიშვილის წუხანდელი გამოსვლა კონტრაქციაზე.

"კოლექტიური ომის პარტია" ეძახა დასავლეთს ამერიკის ლიდერობით. 

2003-ში მათ მოაწყვეს დაფინანსებული ენჯეოების მეშვეობით რევოლუცია საქართველოში და 2014-ში უკრაინაშიო( გახელის9ფლებული მიშას  მთავარი დამფინანსებელი რომ იყო თავად, არ " გახსენებია"). არჩევნების მერე რეპრესიებით დაემუქრა მთელს დემოკრატიულ რესურსს. ცესკო  და სასამართლოც ჩემიაო, არ დაგითმობთო.

არცა აქვს მნიშვნელობა - ბიძინა  ივანიშვილი უფრო მტერია თუ უფრო გარეკილი; მის სასამართლოზე მოსამართლე მოიგებს თუ ფსიქიატრი - მტერიცაა და გარეკილიც  "სუვერენულად" გარუსებული და დაკომპლექსებული. 

საოქტომბრო ენერგიას ახლა ვახარჯინებ  ომის პარტიასო, წაიტრაბახა. ჰოდა, მაგასაც ვნახავთ. დავამტვრევთ,  წელში გადავტეხავთ ოქტომბერში.

მოკრძალებით დავძენ, რომ ასეთ კრიტიკულ შემთხვევებში არ გვაქვს მარცხის გამოცდილება. 

ასეთი ბნელი, ანტიქართული და გარეკილი ხელისუფალი ცენტრალურ დონეზე არც გვყოლია. 

ბიძინას ასლანიზაცია შედგა. ამას ასლანზე მწარე პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენი მოჰყვება - ბიძინას " გარმოშკის" დაჭიმული ზამბარა კიდევ უფრო  მძიმედ გაწყდება და დაამსხვრევს, გააქრობს ამ გარეკილ მტერს და მის კამარილიას.

არჩევანი გაკეთებულია!

ახალგაზრდობა მოტივირებული და მობილიზებულია! ჩვენც! 

არა რუსეთს!!!

შინ ევროპაში!!!"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა