თეგებით ძიება

„გარდაიცვალა ჩემი უფროსი და უახლოესი ძმაკაცი, ავთო ჯორბენაძე“ - გიორგი გამსახურდია

გარდაიცვალა ჩემი უფროსი და უახლოესი ძმაკაცი, ავთო ჯორბენაძე. ასევე ჩემი ძმაკაცების მამა. სიკეთის, ადამიანობისა და ყველაფერი პოზიტიურის განსახიერება. უზადო პროფესიონალი, პატრიოტი და თხემით ტერფამდე ქართველი, - წერს გიორგი გამსახურდია Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

გამსახურდია, ჯორბენაძესთან ერთად, დაახლოებით 22 წლის წინ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

"გარდა მეგობრული და ოჯახური ურთიერთობისა, მქონდა სამსახურებრივი გადაკვეთის წერტილები, სადაც ყოველთვის რაიმე ახალს ვსწავლობდი მისგან და უფრო ვრწმუნდებოდი ყოველივე ჩემ მიერ თქმულსა თუ ნაფიქრში მასზე. ხსოვნა იყოს შენი, ჩემო ქრისტეფოროვიჩ, დანარჩენს აქ ვართ და მივხედავთ", - წერს გიორგი გამსახურდია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა