თეგებით ძიება

„მა­შინ მეც მჯე­რო­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეშ­ვე­ლე­ბა...“ - კალაძის და ღარიბაშვილის ყოფილი ფოტოგრაფი მიმართვას ავრცელებს (ფოტოები)

11:05 / 07-05-2024

"აქ ჩანს, რომ "კალა" ძალიან მიყვარდა..." - კალაძის და ღარიბაშვილის ყოფილი ფოტოგრაფი მიმართვას ავრცელებს

ცნო­ბი­ლი ფო­ტოგ­რა­ფი, მარი ნა­კა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ფო­ტო­ებს და მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­შიც წერს, რომ რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პრე­მი­ერ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ფო­ტოგ­რა­ფი იყო, ასე­ვე თბი­ლი­სის მერის კახა კა­ლა­ძის და მისი ოჯა­ხის. ნა­კა­ნის თქმით, სამ­სა­ხუ­რი სა­კუ­თა­რი ნე­ბით "გავ­რი­ლო­ვის ღა­მის“ შემ­დეგ და­ტო­ვა. ნა­კა­ნი თა­ვის პოს­ტში ასე­ვე შე­ე­ხო ცნო­ბი­ლი კო­ლე­გის მა­რი­ამ ღა­ჭა­ვას პოს­ტებს, რო­მე­ლიც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს აკ­რი­ტი­კებ­და, ნა­კან­მა ის, რუ­სუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რი ინფლუ­ენ­სე­რად მო­იხ­სე­ნია...

მარი ნა­კა­ნი:

"აქ ჩანს, რომ "კალა" ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და... ჩემო გა­მომ­წე­რე­ბო, ჩემს ფო­ტო­ებს თვალს თუ გა­და­ავ­ლებთ მიხ­ვდე­ბით რამ­ხე­ლა სით­ბო­თი ვი­ღებ­დი მას.. მა­შინ მეც მჯე­რო­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეშ­ვე­ლე­ბა, პი­რა­დად ვი­ყა­ვი ბა­ტო­ნი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ფო­ტოგ­რა­ფი, რამ­დე­ნი­მე წელი... ანუ­კი­საც მე ვი­ღებ­დი, Kakha Kaladze კახა კა­ლა­ძე , მაგ­რამ როცა გავ­რი­ლო­ვი დას­ვეს პარ­ლა­მენ­ტში მე ჩე­მით ვთქვი უარი მათ ფო­ტოგ­რა­ფო­ბა­ზე… არ­ქივ­ში კი­დევ ბევ­რი ფოტო მაქვს, შე­გახ­სე­ნებთ 22 წე­ლია ვემ­სა­ხუ­რე­ბი ჩემს ქვე­ყა­ნას, რო­გორც ფო­ტოგ­რა­ფი მი­ხა­რია, რომ უმე­ტე­სო­ბამ სწო­რად აღიქ­ვით ჩემი შეშ­ფო­თე­ბა დღე­ვან­დე­ლი სტა­ტუ­სით, სა­დაც ღა­ჭა­ვას პოს­ტი და­ვა­შე­ა­რე.

იყო რამ­დე­ნი­მე ბრალ­დე­ბაც, რომ მე ძა­ლით “ვა­შა­ვებ” ამ პი­როვ­ნე­ბას. მარ­ტი­ვად გი­პა­სუ­ხებთ: ნა­თია ღა­ჭა­ვა ჩემი “კონ­კუ­რენ­ტი” არც არას­დროს ყო­ფი­ლა და არც იქ­ნე­ბა, რად­გან სულ სხვა­დას­ხვა სა­მიზ­ნე აუ­დი­ტო­რია გვყავს. ის რუ­სებ­ზე მუ­შა­ობს, მე - არა. მე სხვა სა­ხის კონ­ტენტს ვქმნი, ის - სხვას. მას რუ­სებ­მა ას­წავ­ლეს, მე - გუ­რამ წი­ბა­ხაშ­ვილ­მა. გაჟ­ღერ­და ასე­ვე ის აზრი, რომ მე ვინ­მეს ვა­ბუ­ლინ­გებ.

ეს ბუ­ლინ­გი არაა, მე ჩემს თა­ვი­სუ­ფალ აზრს გა­მოვ­ხა­ტავ. მის პოს­ტში იყო ძა­ლი­ან ძა­ლა­დობ­რი­ვი მე­სი­ჯე­ბი გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი, რაც, რო­გორც ამ აქ­ცი­ე­ბის მო­ნა­წი­ლემ და 2 შვი­ლის დე­დამ, ძა­ლი­ან მძაფ­რად აღ­ვიქ­ვი, ვცი­ტი­რებ:

“ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" რა­დი­კა­ლებს თა­ვის დრო­ზე არ გას­ცა სა­თა­ნა­დო პა­სუ­ხი, ამ­ჯე­რად გა­მო­ას­წო­რე­ბენ”, - ეს არის ძა­ლი­ან არას­წო­რი და სა­ში­ში გან­ცხა­დე­ბა, იმ ფონ­ზე, რომ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს ხან გაზი გვაყ­ლა­პეს, ხან რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბი გვეს­რო­ლეს და ხან წყლის ჭავ­ლი დაგ­ვი­ში­ნეს.

ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის ასეთ ძა­ლა­დობ­რივ პოსტს სა­ჯა­როდ გა­მოვ­ფენ აუ­ცი­ლებ­ლად.

“ილუ­ზია შე­გექ­მნათ, რომ ბევ­რი ხართ, რე­ა­ლუ­რად არ ხართ”, - ამას მარ­ტი­ვად ვუ­პა­სუ­ხებ. კი, ბევ­რი ვართ და რაც უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბით ჩვენს გარ­შე­მო უფ­როსს თა­ო­ბას და ავუხ­სნით არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად, რა­ტომ არის ეს კა­ნო­ნი რუ­სუ­ლი, კი­დევ უფრო ბევ­რი ვიქ­ნე­ბით! ვი­დე­ო­ებს და­გი­ლინ­კავთ, სა­დაც კარ­გად არის ახ­სნი­ლი ყვე­ლა­ფე­რი.

არა ძა­ლა­დო­ბის მომ­წო­დე­ბელ გან­ცხა­დე­ბებს!! ახლა პო­ლიტ­კო­რექ­ტუ­ლო­ბის და “კო­ლე­გი­ა­ლო­ბის” დრო არ არის. ყვე­ლა, ვინც ასეთ ამო­რა­ლურ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს, სა­ჯა­როდ გა­მო­სა­ჩე­ნია! და ვი­საც არ მოგ­წონთ ჩემი ემო­ცი­უ­რო­ბა და პირ­და­პი­რო­ბა, unfollow me..."


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა