თურქეთი დასავლეთისგან ისრაელზე წნეხის გაძლიერებას ითხოვს
თურქეთი დასავლეთისგან ისრაელზე წნეხის გაძლიერებას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაკეთა და განაცხადა, რომ ისრაელმა ცეცხლი უნდა შეწყვიტოს.
„ჰამასის“ ლიდერებმა ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ დათანხმდნენ სამშვიდობო ზავის პირობებს, რომელიც შუამავლებმა – კატარმა და ეგვიპტემ წარმოადგინეს. ამასთან ერთად, ისრაელელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ შეთავაზება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელსაც „ჰამასი“ დათანხმდა, არ არის ისრაელის მხრიდან მხარდაჭერილი. ჩვენ მივესალმებით „ჰამასის“ განცხადებას, რომ, ჩვენი რჩევით, ისინი დათანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტას. ახლა ისრაელმა უნდა გადადგას იგივე ნაბიჯი“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.