„ჰამასი“ მძევლების გაცვლასა და სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს წყვეტს - მედია
„ჰამასი“ მძევლების გაცვლასა და სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს წყვეტს, - ცნობას ლონდონში მოქმედი კატარული გამოცემა „ალ-არაბი ალ ჯადიიდი“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს და იუწყება, რომ „ჰამასი“ მოლაპარაკებებში მონაწილეობას „მედიატორთა ძალისხმევის შედეგების მიღებამდე“ წყვეტს.
მანამდე კი ისრაელის მედიაში ვრცელდებოდა ცნობა, რომ „ჰამასი“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ეგვიპტისა და კატარის წინადადებას დათანხმდა. ისრაელის მედიაში კი აცხადებდნენ, რომ „ჰამასმა“ ის პირობები მიიღო, რომელზეც ისრაელი უარს აცხადებს.