თეგებით ძიება
07. 05. 2024 მსოფლიო

ისრაელში მოქალაქეებმა საპროტესტო აქციები გამართეს და მთავრობას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებზე დათანხმებისკენ მოუწოდეს

ისრაელში ათასობით მოქალაქემ საპროტესტო აქცია გამართა და ქვეყნის მთავრობას მოუწოდა, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს, რომელიც „ჰამასმა“ მიიღო.

თელ-ავივში, თავდაცვის შტაბთან დაახლოებით 1 000 მომიტინგე შეიკრიბა, ხოლო იერუსალიმში შეკრებილი დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციისკენ გაემართნენ და ხელში ეჭირათ ბანერი წარწერით „სისხლი თქვენს ხელებზეა“.

The Times of Israel-ის ცნობით, პოლიციამ ორჯერ დაარბია მომიტინგეები, რომლებიც თელ-ავივის აიალონის გზატკეცილზე მოძრაობას ბლოკავდნენ. სამართალდამცავებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

საპროტესტო აქციები ასევე დაფიქსირდა ისრაელის სხვა ქალაქებში, მათ შორის რაანანაში, ბეერ-შევასა და ხაიფაში.

შეგახსენებთ, „ჰამასის“ განცხადებით, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ეგვიპტისა და კატარის წინადადებას დათანხმდა. „ბურთი ახლა ისრაელის მოედანზეა“, - აღნიშნა „ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ისრაელმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის პირობები მათ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა