თეგებით ძიება
10. 05. 2024 მსოფლიო

გასაჯაროვდა ვიდეოები, რომელიც ბრალდებულმა მკვლელობის დღეს გადაიღო - ახალი სკანდალური დეტალები გახმაურებული პროცესიდან

ასტანაში, ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის ბიშიმბაევის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. კაცი მეუღლის, 31 წლის სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაშია ბრალდებული.

მეუღლის წამებით მოკვლაში ბრალდებულის , კუანდიკ ბიშიმბაევის ტელეფონში აღმოაჩინეს მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომლის გახსნაზეც  ყოფილი მინისტრი დიდი ხნის განმავლობაში უარს ამბობდა.

მოსამართლემ გახსნა 9 ნოემბრით დათარიღებული 12 ვიდეოჩანაწერი. როგორც ჩანს, ვიდეოები გადაიღო პირადად ბიშიმბაევმა სალტანატ ნუკენოვას გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე. იქ აღმოჩენილმა ბევრი შოკში ჩააგდო.

სწორედ ამ ვიდეოებში ისმის ბიშიმბაევის ხმა, რომელიც აიძულებს სალტანატს, აღიაროს, რომ წლების განმავლობაში ცნობილი ბიზნესმენის საყვარელი იყო.

კადრებში ჩანს, შიშველ ქალს როგორ ურტყამს და შეურაცხყოფას აყენებს ბრალდებული.

ცნობისთვის, გახმაურებული სასამართლო განხილვა უკვე დასრულდა და განაჩენს ნაფიცი მსაჯულები რამდენიმე დღეში გამოიტანენ.

სალტანატი 2023 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა. იმ დღეს ის და მისი მეუღლე კონცერტზე იმყოფებოდნენ, როგორც ცნობილია, მათ იკამათეს და საკონცერტო დარბაზი მალევე დატოვეს. შემდეგ კი ოჯახის კუთვნილ რესტორანში წავიდნენ და ვიაიპი-ოთახში შევიდნენ.

სასამართლოზე წარმოდგენილი მასალებით, სალტანატი ქმართან გაშორებას გეგმავდა, ამბობდა, რომ მუდმივი ბულინგითა და ქმრის მხრიდან ძალადობით დაიღალა. როგორც ქალის ახლობლები ამბობენ, კუანდიკი ცოლს გამუდმებით სცემდა.

მათივე თქმით, ყოფილი მინისტრი ცოლს რამდენიმე საათის განმავლობაში ჩაკეტილ ოთახში სცემდა და მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როდესაც გოგონამ გონება დაკარგა და ძირს დაეცა. როცა მამაკაცმა გააცნობიერა, რაც მოხდა, რესტორნის თანამშრომლები დაითხოვა და რესტორნის დირექტორს დაურეკა, რომელიც ასევე დაკავებული, მან ბიშიმბაევის მოთხოვნით, სალტანატის ტელეფონს ლოკაცია გამოურთო, რომ ოჯახს მისი მოძებნა ვერ შეძლებოდა.

გოგონას ახლობლები ამბობენ, რომ ტრაგედიამდე რამდენიმე თვით ადრე ნათესავს ფოტოებიც კი გადაუგზავნა, როგორ იყო ნაცემი, ხოლო, როცა  ქმარმა ამის შესახებ გაიგო, კიდევ უფრო მეტად სცემა და აიძულა, ინტიმური შინაარსის ვიდეო გადაეღო.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა