თეგებით ძიება

მე არ დამრჩა იმის შთაბეჭდილება, რომ კანონს გაიწვევენ”– თემურ ჭყონია პრემიერთან შეხვედრაზე

ცვლილებების რესურსი არსებობს, კი, მაგრამ რაც არ უნდა შეცვალონ, პრობლემა ის არის, რომ კანონი რუსულთან ასოცირდება, - ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესმენებსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პრემიერი აპირებს დასავლეთთან საუბარს იმაზე, რომ საბოლოო შედეგით ყველა კმაყოფილი იყოს, მაგრამ კანონის გაწვევაზე საუბარი არ ყოფილა.

„ირაკლი კობახიძემ აგვიხსნა, თუ რას შეეხება კანონი. ჩემი პოზიცია არის ის, რაც თქვენი, ყველასი. მე არ დამრჩა შთაბეჭდილება იმის, რომ კანონს გაიწვევენ. პრობლემა კანონის შინაარსი იმდენად არ არის, რამდენადაც მისი სახელი, ის, რომ რუსული დაერქვა.

სერიოზული საუბარი გვქონდა. ისეთი სერიოზული თემები წამოიჭრა, როგორიც ახალგაზრდების მიმართ ძალადობაა აქციებზე. პრემიერს უთხრეს ისიც, რომ სამართალდამცველები გააფრთხილონ, რათა ასეთი რაღაც აღარ მოხდეს.

ასევე ვისაუბრეთ არჩევნების თემაზე. როგორ იქნება ის გამჭვირვალე, სწორი...

ცვლილებების რესურსი არსებობს, კი, მაგრამ რაც არ უნდა შეცვალონ, ის რომ კანონი რუსულთან ასოცირდება, ეს არის პრობლემა. პრემიერი აპირებს დასავლეთთან საუბარს იმაზე, რომ საბოლოო შედეგით ყველა კმაყოფილი იყოს, მაგრამ კანონის გაწვევაზე საუბარი არ ყოფილა.

ბიზნესმენებზე არ ყოფილა ზეწოლა, რანაირად უნდა იყოს. ყველა ბიზნესმენმა ინდივიდუალური პოზიციით უნდა იზრუნოს საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე. ჩვენ ჩვენი მხრიდან სერიოზული მოთხოვნები არ გვქონია", - განაცხადა თემურ ჭყონიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა